რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა საველე სტუდია მოაწყო.
როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ეს არის მისი პროტესტის ფორმა. აღნიშნული ადგილიდან ის სხვადასხვა ჩართვებს გააკეთებს. ტელეწამყვანის განმარტებით, ის იქნება გაგრძელდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ.