დამოუკიდებელი ტელეკომპანია “მეგა ტვ” 34 წლის გახდა.
მეგა TV — ქუთაისში მოქმედი ტელეკომპანიაა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო, შემეცნებით და გასართობ პროგრამებს. “მეგა ტვ” სამ ათწლეულზე მეტია ერთგულ მაყურებელს იმერეთსა და ქვეყანის მასშტაბით, საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ აწვდის ინფორმაციას.
ტელეკომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სამაუწყობლო, ისე ონლაინ პლატფორმებზე.
ჩვენი მედია გუნდი წლებია საზოგადოებას გადამოწმებულ, დაბალანსებულ და მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის.
“მეგა ტვ” მადლობას უხდის თითოეულ მაყურებელს, გამომწერებს სოციალურ ქსელეში, რესპონდენტებსა და პარტნიორებს. მადლობა ჩვენი გუნდის თითოეულ, მოქმედ და ყოფილ წევრს, თქვენ გვაძლიერებთ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო წელია.