ტაივანელი მამაკაცი კარანტინის წესების დარღვევისთვის მილიონი ტაივანური დოლარით, (35,000 აშშ დოლარი) დააჯარიმეს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინს ბინაში გადიოდა.
მამაკაცმა კარანტინის წესები 3 დღეში სულ მცირე 7-ჯერ მაინც დაარღვია.ის სახლიდან გადიოდა საყიდლებზე, მანქანის შესაკეთებლად და ა.შ.
ერთ დღესაც მამაკაცი მეზობელმა შეამჩნია და პოლიციას ამის შესახებ აცნობა.