როგორც ქოჩორაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, თავისი ცხოვრების წესით, პირველ რიგში, სახელმწიფო მოხელე უნდა იყოს მაგალითი მოქალაქეებისთვის.
“ვისაც ვესაუბრები, ყველა ხედავს, რომ ეს არ არის ის ხელისუფლება, რომელსაც ელოდნენ 2012-ში. იმ დღეს ნოდარ მელაძის “შაბათი“ ჩავრთე და ვხედავ, პრემიერ- მინისტრისთვის ახალი მანქანა უყიდიათ ბიუჯეტიდან მილიონორასიათასად ღირებული” – ჰკითხა სტუმარს გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ, რაზეც როინ ქოჩორაშვილმა უპასუხა:
“ამ დალოცვილებს, თუ უნდათ კარგი მანქანებით სიარული და კარგი ცხოვრება, ბიუჯეტის ხარჯზე რომ არ გააკეთონ, ნიჭი არ ყოფნით? ამ IQ- ებზე როა საუბარი, ვის დაბალი აქვს და ვის მაღალი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს, ვისაც IQ მაღალი აქვს, არ უნდა სჭირდებოდეთ, რომ ბიუჯეტის საშუალებით იყიდონ მილიონიანი მანქანები და იარონ.
ასეთ გაღატაკებულ ქვეყანაში რომ მილიონიან და მილიონნახევრიან მანქანას ბიუჯეტიდან იყიდი… ეს შეიძლება ჰქონდეს ბიზნესმენს, იმიტომ, რომ შრომობს. სპორტსმენს – იმიტომ რომ შრომას დებს და ოფლს ღვრის… სახელმწიფო მოხელე მაგალითი უნდა იყოს.
საარჩევნო მენეჯერი ჰყავთ დაბალი IQ -ს მქონე – მინდა ხაზი გავუსვა. ისეთ საარჩევნო კამპანიას ატარებენ… IQ-ზე რომ იყო საუბარი, ძალიან დაბალი IQ აქვს. სამ კვირაში თუ რამეს მოასწრებენ, რა ვიცი… აგერ ვართ ჩვენ”.
გრიგოლიამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც გაიხსენა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრისგან, გიორგი ქოჩორაშვილისგან საჩუქრად მაისური მიიღო.
“სჯობს, ისევ ირაკლი კობახიძეს ჩაეკითხოთ, რა მდგომარეობაში მიიღო და სად მიიღო “ქოჩორას” მაისური საჩუქრად. კარგია, რომ მიიღო საჩუქარი, პრემიერია ქვეყნის და გიორგი კიდევ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია. სჯობს კობახიძისგან გაიგოთ, ჩვენ წერტილი დავსვათ და კობახიძეს ჰკითხეთ“,- თქვა როინ ქოჩორაშვილმა.
წყარო: ამბები.ge