“თუ გვინდა მწვანე პასპორტმა რეალური როლი შეასრულოს ომიკრონის ტალღის შეკავებაში, მაშინ მისი მოქმედება შემდეგი 2 თვე უნდა გავრცელდეს მხოლოდ ორი კატეგორიის პირზე:
1. ბუსტერული დოზით ვაქცინირებული (საქართველოში 90 ათასამდე ადამიანი)
2. ნეგატიური ტესტის მქონე
სხვანაირად გაჭირდება ბევრი ადამიანის გადარჩენა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვისგან დაცვა”.
პოსტს სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აქვეყნებს.
ცნობისთვის, საქართველოში ე.წ მწვანე პასპორტი გაიცემა ორჯერადად ვაქცინირებულსა და კოვიდგადატანილ პირებზე, ასევე ტესტის უარყოფით პასუხის მქონე მოქალაქეებზე.