სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს აქვს ნევროლოგიური პრობლემები, მისი განმარტებით, ხანგრძლივი და სწორი მკურნალობის გარეშე შესაძლებელია შეუქცევადი დაზიანებები განვითარდეს.
“არის ჯერ კიდევ სომატური დარღვევები, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. მაგალითად, მას აქვს ნევროლოგიური პრობპლემები, უჭირს გადაადგილება, უჭირს ფეხზე დგომა, აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემები. პირველ პლანზე გამოვიდა მისი ე.წ. ფსიქონევროლოგიური პრობლემები. თუ ხანგრძლივი დროის მგანმავლობაში არ იქნება სწორად ნამკურნალევი თერაპევტების მიერ, ეს შეიძლება გადაიზარდოს უკვე შეუქცევად დაზიანებებში. საბოლოო დასკვნა ჯერ არ გავქვს, მაგრამ სწორედ ამაზე იქნება ყურადღება გამახვილებული. სტრესი მას მოხსნილი არ აქვს, იმიტომ, რომ აქვს ტიპიური გართულებები, რაც გამოიხატება, ვთქვათ, შფოთვაში, შიშის სინდრომი აქვს აი, ამ ბადრაგებს რომ უყურებს, დახურულ სივრცეში რომ არის”, – თქვა ექიმაა.










