ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში პროექტის ბაუჰაუზის მემკვიდრეობა და თელავივის ‘თეთრი ქალაქი’ პრეზენტაცია შედგა.
პროექტი უნიკალური ურბანული მემკვიდრეობის მოძრავ გამოფენას მოიცავს, რაც ამერიკაში მოღვაწე ხელოვანის მარკ პოლიაკოვის ‘თეთრი ქალაქის’ ფოტო დღიურს წარმოადგენს . გამოფენა საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველო ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წლისთავს ეძღვნება. ღონისძიებას საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი , ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად ესწრებოდა. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მას არქივში დაცული უნიკალირი წიგნები დაათვალიერებინეს და იმ მრავალსაუკუნივან ურთიერთობებზე ისაუბრეს , რაც ორ ერს ერთმანეთთან აკავშირებს
” მიხარია რომ დღეს აქ ვიმყოფები . ქუთაისი ძალიან ცნობილია ისრაელში , მისი კულტურიდან გამომდინარე და იმ ებრაული თემიდან გამომდინარე, რომელიც აქ საუკუნეების განმავლოაში ცხოვრობდა, ამიტომაც ვამაყობ, რომ დღეს ვხსნი გამოფენას თელავივის შესახებ , ჩემი ქალაქის შესახებ, რომელიც საკმაოდ ახალი ქალაქია, 113 წლისაა და ის შენობები, რომლებიც ფოტოების სახითაა წარმოდგენილი აქ, იმ ებრაელი, არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტების მემკვიდრეობაა, რომლებიც ნაცისტურ გერმანიას გამოექცნენ და ახლა თელავივს არაჩვეულებრივი კოლექცია აქვს ბაუჰაუსის სტილის შენობებისა , რითაც ძალიან ვამაყობთ. ეს არქიტექტურული სტილია ,რომელიც ასახიერებს თავმდავლობას, ღიაობას , ლიბერალიზმს . სწორედ ესაა თელავივის სული , სწორედ ეს გვინდა ქუთაისელებს გავუზიაროთ.”-აღნიშნა რან გიდორმა ვიზიტისას.