თმის დიზაინერი ჟორჟ როვალსი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ვარცხნილობის ჯადოქარის გარდაცვალებამ ძალიან ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული.
ქუთაისელი ვუნდერკინდის გუროს დედა, სოციალურ ქსელში წერს რომ ჟორჟს გუროს გაცნობა სურდა და მასთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდა.
“ძალიან დამწყდა გული…საუკეთესო პიროვნება,საქმის პროფესიონალი ,დიდებული სტილისტი და უბრალოდ უთბილესი ადამიანი,რომელსაც გურო ძალიან უყვარდა, გავიგე ,თურმე გარდაცვლილა…ის უდიდესი სითბოთი ელოდა გუროსთან შეხვედრას…დიდი სურვილი ჰქონდა ფოტოსესია მოეწყო გუროსთვის,გაეკეთებინა ვარცხნილობა და ამერიკაში ძალიან პოპულარული ბიჭი გაეხადა ჩემი შვილი….მადლობა მას უსაზღვრო სიყვარულისთვის გუროსადმი…ძალიან ვწუხვარ ბატონი ჯორჯის გარდაცვალების გამო….უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის კეთილ სულს” – წერს ლიკა მელქაძე სოციალურ ქსელში.