ზესტაფონის მერიას ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალის “სულიკო 2024”-ის და “სახალხო ზეიმი ზესტაფონობა 2024” -ისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს. გამოცხადებულია უკვე ტენდერები, (NAT240017709, NAT240017707) რომელთა მიხედვითაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 131 000 ლარს აღწევს.
„ქართული ლირიული სიმღერის ფესტივალი -სულიკო 2024“ ღია თეატრონზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში გაიმართება, ხოლო ,,სახალხო ზეიმი-ზესტაფონობა“ ქ. ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.