ფოთში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ეზოები და მისასვლელი ადგილები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.
“აღნიშნულიდან გამომდინარე შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 2024 წლის 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე”, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.