LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

„სტარტაპ მეწარმე“ – ბაღდათის განვითარების ფონდის აქსელერაციის პროექტი ბიზნესის ხელშეწყობისთვის

დაპოსტა 2023/10/25-ში
107
ნახვა
გაზიარება

 „სტარტაპ მეწარმე“ – ბიზნესის ხელშეწყობის პროექტისთვის 19 მონაწილე შეირჩა
„ბაღდათის განვითარების ფონდის“ პროექტისთვის, „სტარტაპ მეწარმე“, შერჩევის
პროცესი დასრულდა. პრეაქსელერაციის ეტაპზე რეგიონის 19 სტარტაპი გადავიდა.
პროექტის ფარგლებში პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა:
ტექნოლოგიური და სამეწარმეო პროექტები, მცირე ბიზნესის გაციფრულება და
მდგრადი ბიზნესი. „ბაღდათის განვითარების ფონდის“ აქსელერაციის პროექტის
მიზანია, დაეხმაროს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს
საკუთარი იდეების განხორციელებაში ან არსებული ბიზნესის განვითარებაში.
კახა გონგაძე, „ბაღდათის განვითარების ფონდის“ გამგეობის წევრი: „პროგრამის
მონაწილეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო იდეები. მათი ბიზნესად
გარდაქმნა, ვფიქრობ, მოგებიანი და ასევე საინტერესო იქნება როგორც
ავტორებისთვის, ისე ბაღდათის რეგიონისთვის. მაგალითად, ერთ-ერთი პროექტი
ფიზიოთერაპიული კაბინეტის მოწყობას გულისხმობდა. გავეცანით ასევე
ფერმერული მეურნეობის, მესაქონლეობისა და მევენახეობის განვითარებაზე
ორიენტირებულ იდეებს. გამოვყოფ ავტომოდერნიზაციის სფეროსთან
დაკავშირებულ ბიზნესგეგმასაც. ავტოინდუსტრია წინ მიდის და ეს მიმართულება
ძალიან აქტუალურია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია ასევე მეფუტკრეობის
განვითარება, რაც ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელი და ძალიან სპეციფიკური
სფეროა“.
„სტარტაპ მეწარმის“ აქსელერაციის მომდევნო ეტაპზე შერჩეული მონაწილეები
კონსულტაციებს შესაბამის ექსპერტებთან გაივლიან, მიიღებენ ცოდნას – როგორ
გარდაქმნან იდეა პროექტად, რათა დაფინანსების მოსაპოვებლად სრულყოფილი
ბიზნესგეგმა ჰქონდეთ.
კახა გონგაძე, „ბაღდათის განვითარების ფონდის“ გამგეობის წევრი: „სტარტაპ
მეწარმეს“ პრეაქსელერაციის სამკვირიანი პერიოდის განმავლობაში სტარტაპერები
დაესწრებიან მენტორშიფ სესიებს და იდეების ვალიდაციაზე იმუშავებენ. ახლა
სწორედ პრეაქსელერაციის ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც რეალური პროდუქტის
შექმნას ემსახურება და მოიცავს რამდენიმე ფაზას, მათ შორის არის იდეის
ვალიდაცია, ტესტირება, გუნდის ფორმირება, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება,
სწრაფი ვალიდაცია, A/B ტესტირება, MVP-ზე მუშაობა და მომზადება ინვესტორებთან
წარსადგენად. ჩვენი მიზანია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სტარტაპებმა
საკუთარი ბიზნესიდეები სფეროს ექსპერტებთან ერთად განიხილონ და საბოლოო
პროექტებად ჩამოაყალიბონ“.

სამკვირიანი პრეაქსელერაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, „სტარტაპ
მეწარმის“ დემო დღე გაიმართება, სადაც სტარტაპერები თავიანთ პროდუქტსა და
იდეებს ფართო აუდიტორიასა და ინვესტორებს წარუდგენენ. სწორედ დემო დღეზე
გამოვლინდება გამარჯვებული პროექტები, რომლებიც „ბაღდათის განვითარების
ფონდისგან“ დაფინანსებას მიიღებენ.
—
„ბაღდათის განვითარების ფონდი“ ქართველმა ბიზნესმენმა, თემურ კოხოძემ,
შექმნა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბალნეოლოგიური
კურორტის „საირმის“ მფლობელი და საავტომობილო სფეროში ლიდერი კომპანიის,
„თეგეტა ჰოლდინგის“, დამფუძნებელია.

გაზიარება43

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ხელვაჩაურში გარდაცვლილი და-ძმის ვინაობა

იანვარი 27, 2026
6.5k
მთავარი

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 55 წლამ­დე და-ძმის ცხე­და­რი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ იპო­ვეს და და-ძმას ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან და­რია და ტა­რი­ელ ფარ­ტე­ნა­ძე­ე­ბი. ისი­ნი სო­ფელ აჭა­რი­საღ­მარ­თი­დან...

დაწვრილებითDetails

ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით ახალი გაფრთხილება ვრცელდება

იანვარი 27, 2026
111
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბავშვთა კვების პროდუქტთან დაკავშირებით მომხმარებელს აფრთხილებს | უწყება განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ბაზრიდან გამოთხოვას ზედამხედველობენ: "სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა Vitagermine-ს ბრენდის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა” – მაია სანდუ

იანვარი 27, 2026
190
მთავარი

რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა. „მოლდოვა ერთადერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 28 იანვრისთვის

იანვარი 27, 2026
212
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

იანვარი 27, 2026
275
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 076 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.15%-ით კლებაზე მიუთითებს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა

იანვარი 27, 2026
1.1k
მთავარი

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში მკვლელობა მოხდა. Aktual.ge-ს ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, შუახნის მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით მოკლა. ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

დაწვრილებითDetails

ხელვაჩაურში და-ძმის ცხედრები იპოვეს

იანვარი 27, 2026
5.2k
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, და-ძმის ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი" ავრცლეებს. ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა...

დაწვრილებითDetails

სხვა კომპანიისთვის მორგებული პირობები – რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს

იანვარი 27, 2026
254
მთავარი

ცნობილია, რას ედავება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს - ირკვევა, რომ ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა, საქმე ეხება...

დაწვრილებითDetails

საქართველოში სრულად არის დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლება

იანვარი 27, 2026
76
მთავარი

შს მინისტრის  მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვაზე განაცხადა, რომ...

დაწვრილებითDetails

შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა – საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 27, 2026
1k
მთავარი

"თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა, სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და შეიტყობენ წარსული დარღვევების შესახებ. "გულწრფელი შეცდომა" არ არსებობს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».