სტამბოლის ევროპულ ნაწილში, ესენიურთის რაიონში, DHL-ის ლოგისტიკის საწყობში ცეცხლი გაჩნდა. შავმა კვამლმა მთელი ტერიტორია მოიცვა. მოსახლეობას მოუწოდებენ, შენობა დამცავი ნიღბების გარეშე არ დატოვონ. ინფორმაციას თურქული გამოცემა Haber Motto ავრცელებს.
ხანძრის ამსახველ ვიდეოებს ადგილობრივებიც ავრცელებენ.
ვრცელდება ინფორმაცია ხანძრის ორი კერის შესახებ. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების დიდი რაოდენობა, მათ შორის ახლომდებარე რაიონებიდან. მათ ცეცხლის ჩაქრობა დაიწყეს.