სროლა კიკეთში – ერთ-ერთი დაჭრილი გარდაიცვალა. ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად სულ 5 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, ორი ქალია. დაჭრილი ქალები თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
მკვლელობისა და მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ფაქტი რამდენიმე წუთის წინ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ბრალდებულის დაკავება კიკეთში მოხდა.










