ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში სამართალდამცველებმა წუხელ სპეცოპერაცია სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს.
ოპერაციის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით მარიხუანა.
რადიო თბილისის ინფორმაციით, ერთ-ერთი სპეცოპერაცია მერიის თანამშრომლის ოჯახშიც ჩატარდა, საიდანაც ათეულობით ძირი მარიხუანა ამოიღეს.
მარიხუანის მოყვანაზე პასუხისმგებლობა საჯარო მოხელის დედამ აიღო, რის გამოც სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს.
ცნობილია, რომ აღნიშნული მერიის თანამშრომელი კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტად მუშაობს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
28 წლის ბიჭი ფანჩატურის ნანგრევებში მოჰყვა და გარდაიცვალა
მთაწმინდის პარკის პარკინგთან არსებული შენობა სადაც, ადამიანები სურათის გადასაღებად, შედიოდნენ ჩაინგრა. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. ტრაგედიას მთაწმინდაზე 28 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს. ჩამონგრეული...