LIVE TV
შაბათი, თებერვალი 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სპეციალური პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

დაპოსტა 2021/11/24-ში
93
ნახვა
გაზიარება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გლდანის ციხეში გარდაცვლილ პატიმარს, ეგორ გრეგენკოს გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, ოჯახის ექიმის მიერ უკრაინულ ენაზე 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაციის გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ პატიმარს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი.

„მსჯავრდებული ე.გ (დაბ. 18.03.1989 წ.) N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლდა 30.07.2021 წ. სსსკ 19-260-ე მუხლის III, V ნაწილებით, 260-ე მუხლის III, VI ნაწილებით და განესაზღვრა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულს დაწესებულებაში შემოსვლისას ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება, ანტიტუბერკულოზური სკრინინგი და Covid-19 ინფექციაზე ანტიგენ სწრაფი ტესტი.

პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ე.გ.-ს ჩაუტარდა Covid-19 საწინააღმდეგო „ვაქცინაცია ,,ფაიზერის“ ორი დოზით. 18.08.2021 წ. მსჯავრდებულს ჩაუტარდა ოჯახის ექიმის კონსულტაცია და რაიმე ჩივილი არ წარმოუდგენია.

19.11.2021 წ. ოჯახის ექიმმა განიხილა უკრაინულ ენაზე 2006-2010 წლებში არსებული მსჯავრდებულის სამედიცინო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ე.გ-ს დადგენილი ჰქონდა პერინატალური ენცეფალოპათიის ნარჩენი მოვლენები. ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი.

24.11.2021 წ. დაახლოებით 07:05 საათზე მორიგე ექიმმა დააფიქსირა საწოლში ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც გასინჯვით მაგისტრალურ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე პულსაცია არ აღენიშნებოდა.

არ ისმინებოდა გულის ტონები და სუნთქვა, ასევე, გუგის რეაქცია სინათლეზე იყო უარყოფითი. გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. რეანიმაციული ღონისძიებების პარალელურად გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დააფიქსირა გარდაცვალების ფაქტი. მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა,”- განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის მოქალაქის ადვოკატს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაიცვალა.

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა

თებერვალი 21, 2026
195
მთავარი

#მიწისძვრა #პირველადიინფორმაცია დღეს თბილისის დროით 16:23-ზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში მოხდა 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: ies.iliauni.edu.ge

დაწვრილებითDetails

“ნახევარზე მეტი ფოთი ზღვის ფსკერზეა”- ნინო ჩხობაძე

თებერვალი 21, 2026
116
მთავარი

„დღეს ნახევარზე მეტი ფოთი არის ზღვის ფსკერზე - ეს არის ის, რაც მოხდა ჭაობის დაშრობის შედეგად; იგივე ემუქრება ზღვისპირა ტერიტორიების ნაწილს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“ვერ ვიჯერებ ღმერთო..”- სამეგრელოში ახალგაზრდა მამაკცს გლოვობენ

თებერვალი 21, 2026
225
მთავარი

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გარდაცვლილი ახალგაზრდა კოკა გედენიძეა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება. გარდაცვლილს მეუღლე, დედა და შვილი დარჩა. "ვაიმე, რატომ კოკა?... რა ეშველება დედას,...

დაწვრილებითDetails

ჩხოროწყუში მამა-შვილს გლოვობენ

თებერვალი 21, 2026
64
მთავარი

ჩხოროწყუში, სოფელ ხაბუმეში მამა-შვილს გლოვობენ. “სოფელში უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია… გარდაცვლილები- ჯუმბერ და ირაკლი ჯალაღონიები არიან,“ – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი. ინფორმაციას ადასტურებს მერის წარმომაგდენელიც. როგორც ნესტან ქარჩავა...

დაწვრილებითDetails

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

თებერვალი 21, 2026
61
მთავარი

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, თეატრიდან წავიდნენ დავით ბეშიტაიშვილი, ანასტასია ჭანტურია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე. მანამდე, თეატრის დატოვების შესახებ განაცხადეს...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს

თებერვალი 21, 2026
78
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების, „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს, ივანე (ვანო) გოგლიძეს - მას „ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებას“ ედავებიან. ბრალდება „ბატონოს“ პროდუქციას ეხება. „ბატონოსაც“ და „კულასაც“ ერთი მფლობელი...

დაწვრილებითDetails

პასპორტების საკითხზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 21, 2026
307
მთავარი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალ პასპორტებში არსებული ხარვეზის გამო ათობით საქართველოს მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რისკები პასპორტების ხარისხთან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს

თებერვალი 21, 2026
1.4k
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

ცნობილი იტალიელი დიზაინერის შვილი საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა

თებერვალი 21, 2026
426
მთავარი

საქართველოში მომხდარმა ტრაგიკულმა უბედურმა შემთხვევამ  20 წლის ტურინელი პიეტრო ბალარინის სიცოცხლე შეიწირა. ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრებთან ერთად თხილამურებით სრიალისას მთაში დაეცა და გარდაიცვალა. პიეტრო ბალარინი ცნობილი იტალიელი მეწარმის, ლუკა ბალარინის ვაჟი...

დაწვრილებითDetails

“ბიჭი პირჯვარს იწერდა. ღმერთმა გადაარჩინა”- რა საფრთხეზე წერენ მოქალაქეები ქუთაისში

თებერვალი 21, 2026
618
მთავარი

"გუშინ 17. 30წთ-ზე გამოვედი სამსახურიდან. სახლში წასვლას ვაპირებდი, მაგრამ შევედი მუზეუმის წინ მდებარე სალონში. უცებ ჩამონგრევის ხმა მოგვესმა . ერთი ახალგაზრდა ბიჭი პირჯვარს იწერდა. ღმერთმა გადაარჩინა, ოდნავ ასცდა კარნიზის ეკლარის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».