სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრით დაინტერესებულთათვის შეხვედრა გაიმართა. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში აგროსერვისმა პირველი შეხვედრა ქუთაისში დღეს გამართა. დისკუსიას NFA, FSC, RICC, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შემომტანები და ფერმერები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა 1.გამოსაყენებელი მასალების უსაფრთხო გამოყენება ( რეგულაცია, ცნობიერება, ცოდნა) პესტიციდების უსაფრთხო გამოყენების/მოხმარების, ტრანსპორტირების, შენახვის და პესტიციდების ნარჩენების მართვის საკითხებს, (თუმცა ალბად თქვენს ჩამონათვალში მოაზრებთ). 2.ფერმერების წვდომა ბაზარზე ახლად შემოსული პროდუქციის და გამოყენების წესების შესახებ. 3.გამოყენებული ტარა მასალის უტილიზაციის საკითხი. 4.ორგანული სოფლის მეურნეობის პოტენციალი და 5.გლიბალგეპის რეგულაცია პრეპარატის ანოტაციაზე კონკრეტული კულტურის მინიშნების კუთხით.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში გასული წლის 20 დეკემბერს CNFA და ა(ა)იპ „აგროსერვისი“-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. პროგრამის მიზანი: ა) სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზრით დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა, ბაზარზე უკეთესი წვდომის გასავითარებლად; ბ) გაზარდოს სოფლის მეურნეობის მიმწოდებელი ორგანიზაციების ცოდნის ბაზა ნიადაგის მენეჯმენტში; გ) ცნობიერების ამაღლება მაღალი ხარისხის / თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებსა და სოფლის მეურნეობის მანქანა დანადგარების შესახებ; დ) ინფორმაციის გავრცელება სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და მექანიზმების შესახებ. რეგულარული ინფორმაციის გავრცელება სასოფლო სამეურნეო მასალის მომხმარებლებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროცესის მდგრადობისთვის.