სოფელ პერევში ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – იუწყებიან საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიიდან.
სარიტუალო დარბაზიდან სოფლის დასასრულამდე მიმავალ საავტომობილო გზის 2 400 მ-ზე რკინა-ბეტონის საფარი ეწყობა.
პროექტის ფარგლებში რკინა-ბეტონის გარდა ასევე ეწყობა სანიაღვრე და ნაპირსამაგრი.
სამუშაოს ინდ/მეწარმე მურმან ტოგონიძე ასრულებს. პროექტი მაღალმთიანი განვითარების ფონდიდან ფინანსდება.