ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის გზების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება. როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან იუწყებიან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ განთიადში.
რეაბილიტაციის ფარგლებში გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი იგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სოფელ განთიადის გზის რეაბილიტაცია 191 000 ლარით არის დაფინანსებული.
სატენდერო ვალდებულებით, სასოფლო გზის მოწყობაზე შპს „მამისონი“ მუშაობს. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 7 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.
სოფელ განთიადში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით მაღრაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.