სომხეთში წყალდიდობაა, რის გამოც, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლორეს ოლქში მდინარე დებედა ადიდდა.
მედიის ცნობით, წყალდიდობას 1 ადამიანი ემსხვერპლა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დაზიანდ ხიდები და გზები, დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაციაც.
წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია. სტიქიის გამო, ქვეყნის ჩრდილოეთით შეჩერებულია ერევანი-თბილისი-ერევნის მიმართულებით მატარებლის მოძრაობაც.