სომალიში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას ადგილობრივ პორტალი Goobjoog News ავრცელებს.
მისი ცნობით, ავიაკატასტროფა სამხრეთ სომალის გედოს რაიონში, “ელ ვაკის” აეროპორტში მოხდა.
ინციდენტის დროს ბორტზე 45 მგზავრი იმყოფებოდა.
ავიაკატასტროფის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.










