მაუწყებლობის შემზღუდავი ცვლილებების განხილვის პარალელურად, „ქართული ოცნების“ განაყოფი „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი სოციალური ქსელების რეგულირების ინიციატივით გამოვიდა.
„სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა.
კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც, რათა ადამიანის ღირსება, პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი იმ მიზნით, რომ ადამიანები დავიცვათ“, — განაცხადა სოზარ სუბარმა.