სლოვენიის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. სლოვენია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ვირუსის დასრულება დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე, ქვეეყანაში კორონავიურით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 7-ს არ აღემატებოდა. შეზღუდვები მოიხსნა ევროკავშირიდან ქვეყანაში შემსვლელთათვის. კერძოდ, ევროკავშირის მოქალაქეები სლოვენიაში თავისუფლად შეძლებენ მოგზაურობას, ხოლო არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
ცნობისთვის, სლოვენიაში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 2 მილიონია, კორონავირუსის 1464 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 103 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.








