ჩაუტარდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს ლაბორატორიული კვლევა – მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
ადვოკატების შეფასებით, სასჯელაღსრულების სამსახური მცდარ ინფორმაციას ავრცელებს და იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილზე ზრუნავენ.
,,მას გარკვეული ანალიზები, ცხადია, ჩაუტარდა, მათ შორის, ის, რომელშიც თავად პენიტენიცურმა სამსახურმა საკუთარ ჩატარებულ ანალიზში შეიტანა ეჭვი და გააგზავნა საზღვარგარეთ პასუხების მისაღებად.
ასევე, გახლავთ სიცრუე ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ჩემი ინტერესია მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს იქ, სადაც მისი ჯანმრთელობი მდგომარეობა იქნება როგორც მინიმუმ შენარჩუნებული და სადაც დადგინდება კონკრეტული კრიტერიუმი, რა სახის მკურნალობა სჭირდებას მას.
თუ ექსპერტები დადგენენ, რომ ამგვარი მკურნალობა შესაძლოა განოხორციელდეს მხოლოდ საზღვარგარეთ, ბუნებრივია, მაშინ უნდა იქნეს საზღვარგარეთ გადაყვანილი.
უბრალოდ, ამგვარი იაფფასიანი დაზუსტება პენიტენციური სამსახურის მხრიდან არის ძალიან სამარცხვინო, – ამბობს შოთა თუთბერიძე.
პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და საჭიროების შემთხვევაში ის ქვეყნის შიგნით არსებულ სამედიცინი კლინიკაში იქნება გადაყვანილი.









