
ისრაელში, მკვდარ ზღვაში წყლის დონის კლებისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით, ასობით ადამიანი გაშიშვლდა.ეს ღონისძიება ამერიკელი ფოტოგრაფის, სპენსერ ტუნიკის პროექტის ფარგლებში გაიმართა. 10 წლის წინ მან 1000-ზე მეტი მოდელის მონაწილეობით გადაიღო ფოტო მკვდარ ზღვაზე, რომლის სანაპირო ხაზიც წელიწადში დაახლოებით ერთი მეტრით იხევს უკან.










