LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,თითოეულის ვალია, რომ ერთმანეთი ამ ბრძოლაში არ მივატოვოთ”-მეუფე იაკობი

,,სიყვარულს მოაქვს სიხარული თითოეული ადამიანისთვის და სიხარულს კიდე ბედნიერება”-მეუფე იაკობის ქადაგება

დაპოსტა 2024/12/17-ში
A A
23
ნახვა
გაზიარება

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.

-ჩვენთან არს ღმერთი !

_არს და იყოს!

ღმერთმა დაგლოცოთ , ღმერთმა გაგახაროთ, სულიწმინდის მადლით აღგავსოთ და სულ სიხარულით გქონდეთ გული ავსებული. ერთმანეთის სიყვარული ჰქონდეს საქართველოს ყველა მაცხოვრებელს, ვისაც საქართველო უყვარს. საზღვარგარეთ კიდე ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და ღმერთმა ინებოს, ისევ შეგვკრიბოს საქართველოში და რაც შეიძლება უმოკლეს პერიოდში. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საქართველო.

სიყვარულს მოაქვს სიხარული თითოეული ადამიანისთვის და სიხარულს კიდე ბედნიერება და ღმერთმა ბედნიერება არ მოგაკლოთ!

ცხოვრება ისეა აწყობილი, ხან გიხარია ადამიანს, ხან გტკივა, აღმართს დაღმართი მოსდევს, დაღმართს ისევ აღმართი მოჰყვება და ჩვენ, უნდა ვეცადოთ ერთმანეთს სიხარული ვაჩუქოთ. ვინ არის ქრისტიანი? არამარტო ქრისტიანი, ვინ არის ადამიანი? ადამიანი არის არსება ღვთისგან შექმნილი, ღვთის ხატად და მსგავსად, რომელიც ყოველთვის ფიქრობს სხვაზე, ანუ მოყვასზე. ფიქრობს იმაზე, თუ რით უნდა გაახაროს ნებისმიერი ადამიანი. ადამიანების, თუ ერის ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როცა არჩევანის წინაშე დგები, დიდი არჩევანის წინაშე და მთავარია, რომ  სულიერმა მხნეობამ არ გვიმტყუნოს არავის და ვიყოთ ისე, რომ ერთმანეთს შევეწიოთ ჯვარის ზიდვაში. არ დავამძიმოთ ერთმანეთი და თუ ვნახავთ ვინმეს, რომ უჭირს, ღვთის შეწევნით შევეწიოთ. ეს ხომ დიდ ადამიანობაზე მეტყველებს და არ უნდა ვიყოთ პატარა კაცები, უნდა ვიყოთ ადამიანები!

რაც ახლა ჩვენს ერს სჭირდება ეს არის ურთიერთ გატანა, ურთიერთ სიყვარული და ერთსულოვნება. არ შეიძლება, რომ პოლიტიკურმა და ნებისმიერმა სხვა პროცესმა ერი დაგვაშოროს ერთმანეთს, მაცხოვრებლები დაგვაშოროს ერთმანეთს. აი, ახლაც რომ შეხედო, საქართველოში თითქოს გამოუვალი მდგომარეობაა და ღმერთისთვის ხომ შეუძლებელი არაფერია, სახარებაშიც ვკითხულობთ, ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია, რაც კაცთათვის შეუძლებელი ჩანს. ახლა ვფიქრობთ, რამ უნდა დაამშვიდოს, რამ უნდა დააწყნაროს ქვეყანა. ერთადერთმა რამემ-გავიხსენოთ, რომ ადამიანები ვართ, გავიხსენოთ, რომ ქართველები ვართ, გავიხსენოთ, რომ ღვთის ხატება და მსგავსება ვართ და აბსოლუტურად, სხვა ადამიანში, რომ დაინახავ, მოყვასში რომ დაინახავ ღვთის ხატს და მსგავსს, მოერიდები ან შეურაცხყოფა მიაყენო, ან სახედრად  ჩათვალო და როზგი ურტყა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და უნდა შევეცადოთ ჩვენს საქციელს ანალიზი გავუკეთოთ.

ღმერთთან არის სათხოვარი შენდობა, მოყვასთან, თუ სხვასთან. უნდა გვქონდეს შენდობის თხოვნის ვაჟკაცობა, პატიება უნდა თხოვო ვისაც გულს ტკენ და ვისაც წყენ. დღეს ჩვენ გავდივართ ისეთ გზაზე, რომელსაც მოყვება ან ღვთისგან ჯილდო, ან კიდე, შეიძლება ერთმანეთს დავეხმაროთ, ჯვარი გვწეია, უფსკრულში გადაჩეხვაში. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, ამიტომ ყოველთვის უნდა ფიქრობდეს არამარტო ადამიანი, არამედ ერიც უნდა ფიქრობდეს, თუ რა არის, რა საქციელია ღვთისთვის სათნო და როცა ფიქრობ, თუ რა არის ღვთისთვის სათნო და ღმერთიც გაგაგებინებს და გონების თვალს გაგიხსნის, თუ შენც მოიქცევი ისე და ნებისმიერი მოყვასიც მასე მოიქცევა, აუცილებლად სიკეთე მოგივა. ადამიანი როგორი არსებაა. აი, ჩვენ მართლმადიდებლებმა რა ვიცით, რისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი, მისთვის რომ იტანჯოს? -არა, შექმნა იმისთვის რომ საუკუნო ნეტარება ჰქონდეს. იმისთვის შექმნა ადამიანი აქ ძალიან მკაცრად იყოს, ვერც მეგობართან გაიხაროს ვერც ოჯახში გაიხაროს, რაღაცნაირად შეზღუდული იყოს და ფანატიკოსივით ისე იცხოვროს, რომ ნაბიჯის გადადგმა, რაღაც კანონებით იყოს? ღმერთმა მოგცა საშუალება იცხოვრო ამ ქვეყანაზე, გაიხარო, ყველაფრით გაიხარო, რაც აკრძალული არ არის, რითაც სხვას არ ატკენ, რითაც სხვას ხელს არ უშლი და შენს სულს არ ამძიმებ იმით, რომ ცხონებაში ხელი შეგეშალოს, რა დაგიშალა. უბრალოდ, პირველქმნილი ცოდვის შემდეგ, როდესაც არ შეინანა ადამიანმა და არათუ არ შეინანა, ლამის ღმერთი დავადანაშაულეთ- შენ, რომ მომეცი, მან შემაცდინაო, თავის მართლება ჩვენშია და გვინდა სხვაში დავინახოთ ცუდი.

ადამიანი უნდა ებრძოდეს თავის ეგოს, თავის მეს უნდა ებრძოდეს და არა სხვა ადამიანს. თუ გინდა რომ ცხონდე, ძალიან რთულია, მაგრამ ორი გამარჯვება გჭირდება კაცს, ერთი, ღმერთი დაინახო და ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, მართლმადიდებლებისთვის, რაც ჭეშმარიტებაა, ანუ ნათელ იღო და მირონცხებულმა გააგრძელო ქრისტიანული ცხოვრება და მეორე, შენს მეს შენს ეგოს ებრძოლო და შენს თავზე გაიმარჯვო. ღმერთმა იმიტომ კი არ მოგავლინა, რომ მოყვასსზე გაიმარჯვო, შენ თავზე უნდა გაიმარჯვო და შენი მაგალითით, როგორც ქრისტემ გვაჩვენა, ისე უნდა გავიმარჯვოთ. სახარებიდან სულ შეგვიძლია ვისაუბროთ და დღესაც, ვცდილობ, გელაპარაკებით, რასაც სახარებაში ვკითხულობ, რასაც ძვ. აღთქმაში ვკითხულობთ, თუ რატომ მოდიოდა განსაცდელები.

განსაცდელსაც აქვს ორი რამ. ერთს, რომ ძალით მოიწევ თავზე და ,,მამაო ჩვენოში” ბოლოში რომ ვთხოვთ, ,,და შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა , არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან,“ რამე ისეთი სისულელეები არ ჩავიდინოთ, რომ ძალით მოვიწიოთ განსაცდელი, თორემ ღმერთი თუ განსაცდელს მოუვლენს ერს, თუ ადამიანს, ის განსაცდელი შეიძლება ღვთის სადიდებლად და ადამიანის საცხოვნებლადა და ბედნიერებადაც შეიძლება იქცეს. ორი მხარე აქვს. ან შეიძლება, ან შეიძლება ფარხმალი დაყარო და არასწორად განავითარო შენი თავი, ლაჩრობა გამოიჩინო. ამიტომ უნდა ვიყოთ მხნედ, ისე, როგორც ქრისტე იყო მხნე, როგორც დედა ღვთისმშობელი არის მხნე, ისეთები უნდა ვიყოთ. ადამიანები ვართ და ადამიანში ცხოველური შიშიც არის, სიკვდილის შიშიც არის, ათასი რამეა, რა გვჭირდება ჩვენ, ხო? ქართველები ვინ ვართ, ვართ მართლმადიდებლები. ასევე, ჩვენთან სხვადასხვა ერები ცხოვრობენ და რა საინტერესოა საქართველო, მიუხედავად იმისა, ძალიან მრავალეროვანია საქართველო, უამრავი ერი ცხოვრობს, ერთ რამეში ვართ ყველა ერი უდიდესი კულტურის მატარებელი ერისშვილები ვართ ყველანი, საქართველოში მაცხოვრებელი. ერთმანეთს ვამდიდრებთ. აბა შეხედეთ, ჩვენში ქართველებში, რამდენი ერისგან საუკეთესო რამ გვაქვს მიღებული და ჩვენგან რამდენი საუკეთესო აქვთ იმ სხვა ერებსაც მიღებული და როგორ ვცხოვრობთ, ერთმანეთთან რა გვაქვს საერთო, საერთო გვაქვს რომ საქართველოს შვილები ვართ, კიდე რა გვაერთიანებს. გვაერთიანებს ურთიერთობები ერთმანეთთან. ასევე, ძალიან ძვირფასია თითოეული ქართველისთვის და საქართველოში მაცხოვრებელისთვის, უდიდესი რამ – ოჯახი.

ოჯახი რა არის? მართლმადიდებელი ქრისტიანებისათვის ეს არის მცირე ეკლესია, ანუ უდიდესი სიწმინდეა, ცხოვრება ისე უნდა იყოს ერთმანეთში, როგორც ქრისტე არის, ეკლესიის თავი, ისე მამაკაცი არის ოჯახის თავი, მაგრამ ყველაფერი მერე ქალზეა გადასული და ძვირფასია ქალი ჩვენთვის ისე, როგორც დედაღვთისმშობელი. ერთადერთი ერი ვართ რომელსაც ქალი მეფედ ჰყავდა და ეს იყო ჩვენი ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი უდიდესი მეფე თამარი. ჩვნთვის დედაღვთისმშობელი, თვითონ დედა და რამდენი სიტყვაა დედაზე. ადრე ხევში ვმსახურობდი და საინტერესო საუბარი შედგა, ერთ-ერთ სოფელში ვიყავი გასული, მაშინ იმ სოფლიდან მამაო სხვა სოფელში იყო წასული და რაღაც დაჭირდათ, ღესასწაულები იყო. მეუბნებოდნენ, მამაო, მაშინ სამღვდელო ხარისხში ვიყავი, ასეთი რამ იყო, ცოლთან ერთად ვიჯექით, საღამოს ბავშვები დავაძინეთო, ჰოდა ვსაუბრობდითო, დედა რამდენ რამდენს ნიშნავს, ქართველებს რამდენი სიტყვა გვაქვსო დედაღვთისმშობელი, დედულეთი და დაიწყეს ჩამოთვლა 9, ათამდე მივედითო და 2 წლამდე ბავშმა თავი გადმოყო და დაიძახა ,,მაწვნის დედაო.“

პოლიტიკური პროცესები გაშორებთ, ეცადეთ რომ გახსოვდეთ, ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი ყოფს და იცოდეთ დაყოფაზე არ წახვიდეთ. ადამიანს თუ არ ესმის, რომ მართალი არ არის რაღაც მიმართულებით, ხშირად აზრი არა აქვს. თუ ბრძენია, ბრძენს უნდა უთხრა, თუ რეგვენია და ბრიყვია, იმას რომ ეუბნები- მტრად გეკიდება. ესეც ვიცოდეთ, ყველა ბრძენი ვერ იქნება. სიბრძნე მხოლოდ ღმერთთან არის, ვინც ღმერთს დაშორებულია, რაც არ უნდა გონიერი და ნაკითხი იყოს, აბა, შეხედეთ ზოგიერთს რამდენი რამე აქვს  ნაკითხი და ჭკუა გამოლევიაო, ხშირად იტყვი. განკითხვის გარეშე ვიძახი. ბევრი მიხვდებით რაზეა საუბარი. როდესაც საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანისთვის ძალიან ძვირფასია ოჯახი, ოჯახური ფასეულობა და საერთოდ ქრისტიანული ფასეულობები იქნება, თუ რომელი რელიგიის მიმდევარი იყოს, თავიანთი მორალი აქვთ, თავიანთი ზნეობა აქვთ. ზნეობრივი ერი ვართ.

და რა გვთხოვენ, მთელი პრობლემა რაშია, სხვა კანონებს, ყველაფერს თავს გავანებებ, გვეუბნებიან, რომ ევროპაში თუ გვინდა ყოფნა, აუცილებლად ოჯახური ღირებულებების შესახებ რომ კანონია, უარი უნდა ვთქვათ მასზე და მერე ნამდვილი ევროპელი გავხდებით. შენ თუ საქართველოს ისტორია იცი და ჩვენი ქართველობა იცი, 30 საუკუნეა, რაც ჩვენ, როგორც ერი ისე ვცხოვრობთ. ქრისტიანობამდეც ოჯახი ძალიან ძვირფასი იყო და ქრისტიანობიდან ხომ გითხარით, ოჯახი მცირე ეკლესიაა და მცირე ეკლესიაში ჩვენ, ყველა ცოდვილები ვართ აბსოლუტურად მეც და ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე, ჩვენ, რაც არ უნდა წმინდანად მიგვაჩნდეს, ის რომ ფიქრობდეს თუ სულიერი ადამიანია, ყველაზე უარესად მიაჩნია ნებისმიერ სულიერ ადამიანს თავისი თავი და სხვაზე უკეთესად არ მიაჩნია. ერთი კაციც თუ იპოვე შენზე უარესი, ე.ი. საშინელი ქედმაღალი ხარ და საშინელი სიამაყეა შენში და წარმოიდგინეთ, თუ მთელ კაცობრიობას ჯობიხარ, ან ათასეულებს და ათიათასეულებს, სად ხარ მაშინ სულიერად, ხო ნებისმიერი ადამიანი.

და თუ გინდა რომ შენთან ვიყო და შენ ჩემთან იყო, ნუთუ ეგ უნდა მომთხოვო, თხოვნის სახითაც არ უნდა დამიყენო ეგ საკითხი. მრავალფეროვნებას რომ იძახი ევროპავ, მაგ ფერით მიმიღე მე, როგორიც ვარ და იქნებ, მერე შენც მოგეწონოს და საწყისებს დაუბრუნდე, საწყისებს დაუბრუნდე. ჩვენთან, ამ ოჯახურ ღირებულებებში რაც შედის, რას მთხოვ, გავაკეთო ის, რასაც შენ აკეთებ? ჩემთან ზნეობრიობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება მე ვცდებოდე, ბევრ რამეს ვაშავებდე, როგორც ეპისკოპოსი, მაგრამ ხომ არ მომწონს ჩემში და არც სხვაში, მოგვწონს ხომ რაღაცას რომ აშავებთ. მიდიხართ და აღსარებას იძახით, ერთმანეთს შენდობას თხოვთ, ღმერთს პატიებას თხოვთ და რას მეუბნებით, ღმერთმა რაც მომცა და რაც მიმაჩნია სწორად შევცვალო ის და უკანონობა დავაკანონო?

არ მინდა ასე, მთელი 30 საუკუნე ვომობდი და ვითომ მიპყრობდნენ და ვერ დამიპყრო ვერავინ: ვერც სპარსმა, ვერც მონღოლმა, რუსმა ა. შ და ა.შ. ჩატარდა ჩვენთან არჩევნები და სულელია ყველა ის, ვინც იმას იჯერებს, რომ ევროპასა და რუსეთს შორის იყო არჩევანი. არჩევანი ისე დაგვიყენეს ზუსტად-ღმერთსა და რაღაც დედამიწაზე, ვითომ კეთილდღეობაზე იყო საუბარი. ღმერთზე იმიტომ, რომ ფაქტიურად ვიცავ რას, ოჯახურ ღირებჯლებებს, ერთმანეთის პატივისცემას. კიდევ არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, ყველა თავის ცხოვრების წესსს თვითონ ირჩევს და ჩვენ ვამბობთ, რომ არავის არ ვჩაგრავთ და თავსაც არავის დავაჩაგვრინებთ და რაღაც ისეთ კანონს, რომელიც მიუღებელია ჩვენთვის არ მივიღებთ.

ჩატარდა არჩევნები და მადლობა ახლო მდებარე ქვეყნებს და ზოგიერთ, ცოტა შორს მდებარე ქვეყნებსაც, მოგვილოცეს არჩევნები ქართველებს. სხვები ელოდებიან იმას, უარს როდის ვიტყვით ოჯახურ ღირებულებებზე, ურთიერთპატივისცემაზე და იმაზე რაც ჩვენი წინაპრებიდან გადმოგვეცა, რისთვისაც ადამიანებად და საქართველოს მკვიდრებად, მოქალაქეებად ვიწოდებით, იმის უარყოფას. რა ჰგონიათ, ქრისტეზე უარს მათქმევინებ? ვინა ხარ, შენს გამო უარს როგორ მათქმევინებ, ვერც შენ და ვერც ჩემთან რომ გეყოლება შენი მომხრე, ვერც ის ვერ მათქმევინებს. ჩვენი ერი ყოველთვის, როგორც ქრისტე ეწამა ჩვენთვის, ჩვენ ვეწამეთ ქრისტესთვის, ასიათასი მოწამის ერი ვართ, 6 ათასი ბერის ერი ვართ, ცოტნე დადიანების და ისეთი გმირთა ერი ვართ, გადახედეთ ჩვენს წმინდანებს და ნებისმიერი ერი იამაყებდა მაგ ისტორიით.

ევროპა ხომ ქრისტიანული ცივილიზაცია იყო. რატომ მაძალებ, რაღაც ისეთის მიღებას, რატომ ხარ მოძალადე, ქრისტე არ იყო მოძალადე. თან ვუყურებთ რა ხდება მსოფლიოში, რა დღეშია უკრაინა, ღმერთმა უშველოს და გადაარჩინოს. ჩვენც რომ გვეხმარებით, რევოლუციის მოწყობა რომ გინდათ, ღმერთი არ დაუშვებს , არც რევოლუცია იქნება და არაფერი არ მოხდება. სადაც ფერადი რევოლუცია მოხდა 20%-ზე ნაკლები არც ერთმა ქვრყანამ არ დავკარგეთ. არც ქართველებმა, არც უკრაინელებმა. დამთავრდება ომი, მარად ხომ არ იქნება და აღმოჩნდება, რომ ყველაფერი დამთავრდა და აღარაფერი  ეკონომიკა აღარ გაქვს, აღარაფერი აღარ გაქვს, სხვის ფულზე ხარ, სხვის იარაღზე ხარ დამოკიდებული  და ჩვენც გვინდა თავი მასეთ დღეში ჩავიგდოთ? ჩვენ რა, ევროპაზე უარი ვთქვით? მიგვიღო და უარს ვეუბნებით? გამოდიან და ევროპა გვინდა, ევროპა გვინდა, ვინ თქვა უარი. არჩევანი რატო იყო რუსეთსა და ეცროპას შორის, ჩვენ რა რუსეთის კოლონიაში დაბრუნება გვინდოდა?

ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ვინც რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდით და იმპერიის დაშლაშიც დიდი წვლილი გვაქვს მიღებული. ოპოზიციის ლიდერებიდან ერთი კაცი მაინც მანახეთ, ჩემი ასაკის და ჩემზე ცოტა პატარა, რომელიც პირიქით, რუსეთის მხარეს არ იყო მაშინ და ახლაც ალბათ, რაც მე ვიცი და რასაც ვუყურებ, რაც ხდება ქართულ საქმეს ვაკეთებთ? თვითონ ვიმალებით და ახალგაზრდა ბავშვები მივუშვით, ვითომ ევროპას გვართმევდნენ და აბა, გადაგვარჩინონ. ევროპას კი ხედავენ, მაგრამ ისიც ხომ უნდა დაინახონ, შენი მთავრობის განცხადება 28 წლამდე გადავდე და აქეთ არ გთხოვო, ევროპამ იმ დღეს დაწერა, თურმე არჩევნები, როგორც საჭიროა ისე არ ჩაგვიტარებია და მეორე, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი გაიწვიეთო, პროტესტის გრძნობა ახალგაზრდა კაცი რომ ხარ, მეც ვიყავი ახალგაზრდა და 1978-ში 16 წლის ვიყავი, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გავილაშქრეთ და ერთადერთი ერი ვიყავით, ენა შევინარჩუნეთ. საბეოთა კავშირს გავუბედეთ და შევაკვდებოდით ისე ვიყავით, შენ ქართველთან მიდიხარ საჩხუბრად, იმასთან ხომ არ მიდიხარ. რომ შეწუხებულიყავი და პროტესტი გამოგეთქვა, შეიძლება ჩემზე მეტი გესმის და პროტესტი იმაზე გამოგეთქვა, რომ 28 წლამდე გადამიწიეო და ევროპაზეც რომ გეთქვა, რას აკეთებთ, ამ კანონს არ გავიწვევო, რეალურად რომ მიდიხარ და მეორე მხარესთან შედიხარ ჭიდილში, ე.ი. რას ითხოვ, საბოლოო ჯამში ითხოვ, რომ გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების კანონი. ანუ ვისი მხარდამჭერი ხარ, აი, ახალგაზრდა კაცი ხარ, ჩვენ თქვენი აზრი უნდა გავითვალისწინოთ და ამ დღეებმა გვანახა რომ ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო ახალგაზრდობასთან.

ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორი ცხოვრება უნდათ ახალგაზრდებს, უნდა დავეხმაროთ, რომ ყოველგვარი სიკეთე თავიანთ ქვეყანაში მიიღონ და დიალოგი უნდა დავიწყოთ ქართველებმა ერთმანეთთან. აი, რაც ახლა ხდებოდა იქ, ეს რომ არ დამენახა, ეს ევროპას კი არ ითხოვ ახლა, მე სასულიერო პირი რომ არ ვყოფილიყავი, იქ არ გავიდოდი, თუ გავიდოდი შეიძლება სხვა მხარეზე, -,,რას აკეთებო” მეთქვა. ე.ი. რაც დღევანდლამდე მოგვიტანია, ოჯახურ ღირებულებებზე იცით, როგორი ფართო მხარდაჭერაა. თუ გათხოვება გინდათ ბიჭებს, საქართველოში ვერ გათხოვდებით. ძალიან ცუდი რამ მოხდა, ეს ცემა ტყეპები რომ იყო, ცუდი რამ ხდება, მაგრამ ერთი რამე მამშვიდებს, კიდე კარგი, მსხვერპლი არ იყო და ადამიანი ცოდვას რომ ჩადის, ერთხელ ისჯება. ღმერთი ორჯერ არ სჯის. როცა მიდიხარ და ითხოვ, ფაქტიურად რას ითხოვ, არა ოჯახურ ღირებულებებს და… ევროპაა მთავარი, თუ ღმერთია და საქართველოა უფრო წინ. შენ ხომ ქართველი ხარ.შენ ხომ საქართველოს ინტერესები უნდა გაითვალისეინო. არ შეიძლება ვინმესტი იყო. ყველაზე ცუდი ის არის ღმერთს რომ დაივიწყებ და კონკრეტულ ადამიანს კერპად გამოირჩევ, ვინც არ უნდა იყოს. არც ერთი ადამიანი არ არის ღირსი, რომ ღმერთის ადგილი დაიკავოს. დედაღვთისმშობელი და ანგელოზები არ არის ღირსი და ჩვენში ახლა, ამ ცოდვილ კაცობრიობაში ვინ უნდა იყოს. ჩვენ ხომ საქართველო გვიყვარს, ხომ გვინდა რომ სწორად განვვითარდეთ, ა.იტომ ევროპამ ღირსეულები უნდა მიგვიღოს.

ხშირად ეკლესიას გვსაყვედურობენ , ხმას არ იღებთ და იმიტომ ხდებაო. რამდენს გეუბნებით, ხო? იმ დღესაც პატრიარქმა განცხადება კიდე გამოაქვეყნა, გადაშალეთ და ნახეთ, რასაც ვქადაგებთ და… მეც მსაყვედურობენ, გისმენენ შენ და ნუ ლაპარაკობო. შენც მოგისმინონ, შენც ილაპარაკე, იცხოვრე ისე, რომ მოგისმინონ. მე არ მინდა, რომ ოჯახი ოჯახი არ იყოს, მე არ მივიღებ. თან მე ოჯახიდან წამოსული ვარ. დედაც მიტოვებული მყავს და ყველაფერი დავუტევე. რას ჭამს, რას სვამს არ ვკითხულობ, იმიტომ რომ ვიცი, თუ აქ ვიცხოვრე ღმერთისთვის სათნოდ, დედასაც მიმიხედავს და ყველას მიმიხედავს, ჩემს ერს  მიმიხედავს, რაც მთავარია. ჩემს ერზე ძვირფასი ჩემთვის არავინ არ აფერია. ღმერთს ისე ვუყვარვართ, თავისთვის გამოირჩია, ისე, როგორც ნებისმიერი ქვეყანა და თავისი დედა მოგვივლინა, ღვთისმშობლის წილხვედრები ვართ. ვისთვის უნდა ვიცხოვროთ, ჩვენი მიწაა ქართველების მიწაა და აფხაზეთი დასაბრუნებელია, ცხინვალის რეგიონი დასაბრუნებელია, ძალიან რომ წუხან იქ, ბალტიისპირელები, პოლონელები და ახლა სკანდინავიელები რომ აყვნენ, იმიტომ რომ რუსეთთან არ უნდათ თვითონ დაჯახება და ახლა თუ ასე ბრიყვულად რევოლუციები წავიდა, პირდაპირ გამოაცხადა რუსეთმა, პირდაპირ შემოვალ და რაც კიევს ვუყავი იმას ვიზამო.

ჩხუბში რომ თავი გაუტყდება, მართლა შესაცოდია ნებისმიერი ადამიანი, ომში რომ შემოვლენ თავებს გაგვიტეხავენ თუ შვილებს დაგვიხოცავენ. ამიტომ ახალგაზრდებსაც მივმართავ, რომ ცოტა გონიერებას მოუხმეთ. ძალიან ჭკვიანი თაობა ხართ, ძალიან ძლიერი თაობა ხართ, მაგრამ სამწუხაროდ ანალიზის უნარი არც ოჯახში უსწავლებიათ , არც სკოლაში გისწავლიათ და არც უმაღლესებში. ჩვენმა ხელისუფლებამაც უნდა მიხედოს აუცილებლად სკოლამდელ აღზრდას, სასკოლო აღზრდას, შემდეგ უკვე უმაღლეს განათლებასაც და რასაც იმსახულებს ჩვენი ერი ის უნდა მივიღღოთ.

საფრანგეთს რომ დასჭირდა ყვითელჟილეტიანებთან წინააღმდეგიბაში, სამწუხარო ფაქტი იყო, 11 კაცი მოკლეს, საერთო ჯამში. 25000 დაასახიჩრეს. ახლა, ახალ კალედონიაში ხალხის დახოცვა მოუწიათ, იმიტომ რომ კანონი მიიღეს და აუჯანყდნენ და ჩაახშეს. პოლონეთში ხომ ნახეთ შეწუხებული იყო მაგათი პრემიერი, გზები გადაუკეტეს თურმე ეკოაქტივისტებმა და ეს ევროკანონების დარღვევა არისო. შე დალოცვილო, შენს ტერიტორიაზეა რაღაც დარღვევა და ჩემთან ყველაცერი მისაღებია? მე ვფიქრობ, რომ მსოფლიომაც უნდა იცოდეს, ვიცი ახლა ჩვემს აზრსაც მოისმენენ, კარგად ვადევნებთ თვალს, ამ არჩევნებს ცნობენ , თუ არ ცნობენ. ჩვენთან ჩატარდა არჩევნები და 150 ვფიქრობ ღირსეული ადამიანი გამოვირჩიეთ და ეს ღირსეული ადამიანი უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ეს გაყოფა, რაც ახლა ხდება ხალხის გაყოფად არ წავიდეს, 90-იან წლებში არ დავბრუნდეთ და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ გადავიტანოთ შენობაში, პარლამენტში გადავიტანოთ ის ჭიდილი, მოგწონს არ მოგწონს.

მერე დაუძახეთ ორივე მხარემ. ახალგაზრდობაზე ვიფიქროთ, ძველგაზრდებზეც ვიფიქროთ, ყველაზე ვიფიქროთ. ყველა პრობლემას ერთად ვერ მოვხსნით მაგრამ პრიორიტეტები,  დავისახოთ. ჩვენ ხომ ის ხალხი დასაბრუნებელი გვყავს უცხოეთიდან. დღეს რომ გაქცეულები გვყავს უცხოეთში ჩვენ თუ წესიერად მოვიქეცით, ხო, სადღაც 7-8 წელიწადში ისინი აქეთ თუ წამოვლენ თორემ, უცხოეთში სამუშაო აღარ დაჭირდებათ, ჩვენთანაც ძლიერად ვიქნებით. თუ ერთმანეთს გავუფრთხილდით. დღეს გეოპოლიტიკა ისე მიდის, რომ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები იქნება და ევროპაში რისთვის გინდა ? იმიტომ რომ ეკონომიკურად და ისე, ძლიერად ვიყოთ და დღევანდელს, ძლიერებისკენ რომ მიდიხარ, რატომ ანგრევ? რატო ანგრევ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ეკლესია მხარეებად ვერ ვყოფთ მრევლს. ყველა ჩვენია დღეს ერთ მხარეს დგას თუ მეორე მხარეს დგას, ძალიან ძნელია ამას რომ ვუყუროთ, ვიღაცეები რომ გვიყოფენ ერს და ვიღაცეები უცხოეთში რომ იყურებიან, რომ ისინი დაგვეხმარებოან. ჩემთვის ვინც უცხოეთში დარბის ყველა მაბბეზღარაა. რუსეთის დროს 30-37-იან წლებში რაც ხდებოდა, ახლა ევროპის სახელით გააკეთებ იმას საქართველოში თუ სხვისი.

 

გაიხსენეთ სახარებაში რა ხდებოდა. რუსეთი ოკუპანტია, სხვები რას გვიკეთებენ და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ისინი ჩვენს წინააღმდეგ ერთად არიან და ჩვენი ერი იჩაგრება. როგორც ქრისტეს ასამართლებდნენ. ცალკე რუსები გვასამართლებენ, რაღაცეებს გვაბრალებენ და ტერიტორიებს გვართმევენ, ცალკე იქეთ, როგორ იქცევიან. ბრიუსელმა რა უნდა გამასამართლოს, დღევანდლამდე, მოსული ვართ ჩვენი ცხოვრებით და იმათაც დავანახოთ ჩვენი ერთობა, ნამდვილი ერთობა დავანახოთ და მოგვერიდებიან დაგვაფასებენ, როგორც ღირსეულ ერს ისე შეგვხედავენ, თორემ თქვენ რა გგონიათ , ისინი მაბეზღარები რომ ჩადით, ხელსაც ჩამოართმევენ და ქრთამსაც მიიღებენ იმათგან , მაგრამ როგორ შეხედავენ. გამყიდველი ვის უყვარს, ერის გამყიდველი ვის უყვარს. ამიტომ დავფიქრდეთ და ახალგაზრდობას მოვუწოდებ, ცოტა დავფიქრდეთ და რეალურად რუსობას რომ სხვას აბრალებთ, ახალგაზრდებზე არ ვამბობ, პოლიტიკური პარტიები დაფიქრდნენ, რევოლუციაზე, რომ წავიდნენ, ვერც მოახდენენ, რამდენი ადამიანია, არჩევნებში მონაწილეობა 2 მილიონმა კაცმა მიიღო, ბევრმა არ მიიღეს, მაგრამ ოჯახებს მხარს უჭერენ. ოპოზიციის რიგებიდან რამდენია. მე ვთვლი რომ ყველა მხარეს ღირსეული ამომრჩეველი ყავს. რატო არ გამოდიან იმათთან, იმიტომ რომ შეხედეს, ცვლილებები უნდოდათ არ გამოუვიდათ და არ მოუგიათ, თორემ გამოვიდოდა ქუჩაში ხალხი, თორემ გამოვიდოდა.

გვინდა რომ ახლა, ახალი პრეზიდენტის არჩევამაც დაამშვიდოს ქვეყანაში სიტუაცია და ვუსურვებ რომ ქვეყანაში ყველას პრეზიდენტი იყოს. არ იყოს რომელიმე პარტიის ან რომელიმე მხარის პრეზიდენტი, წარმატებას ვუსურვებ. წინა პრეზიდენტებმა , რამოდენიმემ ძალიან შეირცხვინეს თავი. პირდაპირ ვთქვათ. სულ არ მაინტერესებს მაკრონი ან სხვა რას იფიქრებს მათზე და არც მაკრონს აინტერესებს ისინი, მთავარია ჩვენ რას ვიტყვით და ღმერთი როგორ შეაფასებს, იმათ და ვუსურვებ ახალ პრეზიდენტს, რომ არ გაიმეოროს ძველების შეცდომები და პრეზიდენტებს ნუ ჰგონიათ, რომ თავზე უნდა გვაჯდნენ, შეხედონ აბა, მაცხოვარი რომ ვირზე იჯდა, ერს შეგვხედონ ისე, რომ ჩვენი ტვირთი უნდა ატარონ და ვირს უნდა ეამაყა? ვირის სიამაყე რა იქნებოდა, იმის ღირსი რომ გახდა მაცხოვარი იჯდა მასზე და ისინიც თუ იამაყებენ, ჩვენით. თორემ ჩვენი არჩევანი იყო და ჩვენ რატომ ავირჩიეთ, ნაციონალური მოძრაობა რუსის კადრს ირჩევდა მაშინ. პირველ ტურში ხმაც არ მიმიცია. მეორე ტურში იმაზე მეტი ხმა მიიღო , რაც პირველ ტურში ჰქონდა. ისევე როგორც ახლა, დიდმა რაოდენობამ მისცა ხმა ერთ-ერთ ძალას და 61 ადგილი ცოტაა? საერთოდ ხომ 150 ხართ და თუ სიტყვა გაქვთ ნათქვამი და გრცხვენიათ, რას უჯერებთ ვიღაცეებს, საქართველოზეა საქმე, ან ღმერთი უნდა აირჩოთ, ან თქვენი ლიდერები, თქვენი კერპები. ოჯახის წინააღმდეგ ვინც წავა საქართველოში დიდი იქნება თუ პატარა, პასუხი მოეთხოვება ყველას.

ამიტომ დავფიქრდეთ, პატარები ძალიან პატარები არ არიან, და ჩემთან შვილი თუ ვერ აზროვნებს, ე. ი. ჩემი ბრალია, მე რაღაც დავაკელი მშობელმა. ა.იტომ მშობლებიც დაფიქრდნენ. ე. ი. დღევანდლამდე ისტორია არ გვქონია და ამით წერ ისტორიას? რამდენს ვუყურებ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სისხლიც აქვთ დაღვრილი, საქართვლელოს ომებში რუსეთთან ბრძოლაში და ვინ გველაპარაკებიან, ხომ ხედავთ ბავშვები როგორ არიან, რომ გული გვტკივა თავი გაუტყდებათ, რამე მოტყდებათ, მარტო ბავშვზე ხომ არ უნდა ფიქრობდე, ყველა მხარეს უნდა უყურებდე და კიდე კარგი სხვა ქვეყანაში არ ვცხოვრობთ. ამერიკაში ან სხვაგან, თორემ პირდაპირი დამიზნებით დაიწყებდნენ სროლას, საფრანგეთში იქნებოდა თუ სხვაგან. უნდა დავფიქრდეთ და ჩვენი ქვეყანა ჩვენ თუ არ დავაფასეთ არავინ არ დაგვაფასებს. როგორც მაიმუნებს ისე შეგვხედავენ. წინა საუკუნეებში, ხომ გახსოვთ, ევროპა დღეს რომ ამაყობს, შავკანიანები ჰყავდათ გამომწყვდეული გალიებში შუაგულ ბრიუსელში და როგორც ზოოპარკის ბინადრებს ისე აჩვენებდნენ ხალხს. რას გვასწავლიან ჩვენ. რა უნდა გვასწავლონ ჩვენნაირ ერს, რომელმაც მრავალი ერი შეიფარა და ბევრი საუკეთესო ავიღეთ მათგან და ჩვენგანაც უდიდესი რაღაც მიიღეს.

ევროპას უნდა უხაროდეს, რომ ასე შევალთ, ძალიან ბევრ კარგს აიღებს ჩვენგან და ასევე ევროპაში ძალიან ბევრი კარგია და ის კარგი ავიღოთ. აუცილებელია, ჩვენზე კარგი რაც აქვთ ავიღოთ და ჩვენზე კარგი თუ არ აქვთ, რატო უნდა ავიღოთ? ნებისმიერი ქვეყნისგან მივიღებთ კარგს.

ღმერთმა დაგლოცოთ ღმერთმა გაკურთხოთ სულიწმინდის მადლით აღგავსოთ, და იცოდეთ, რომ საქართველოს შვილები ვართ. ჯერ ქართველი უნდა იყო და ევროპასთან ძმობა და მეგობრობა თუ გინდა ქართველად უნდა დარჩე იქაც და შენი სახე უნდა გქონდეს ყველგან და ჩვენ შევეცადოთ, ხომ გეუბნებით, ერთმანეთს გული არ ვატკინოთ. არ დაიყოთ პარტიებად. ჩვენთვის ხომ ღმერთი და საქართველო ერთია. სხვა ღმერთი ხომ არ გვყავს. როგორც უფალია ერთი, ისე საქართველოა ჩვენთვის ერთი და ჩვენ, ჩვენი შევიყვაროთ, ფრანგმა საფრანგეთი შეიყვაროს, უკრაინელმა უკრაინა და ა.შ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ნუ ვიქნებით ბრიყვები. გონიერი ერი ვართ, ღმერთი გონიერი არსებაა და შეგვქმნა ხატად და მსგავსად გონიერებით დაგვაჯილდოვა და ასევე, ქველი საქმეებით, ანუ ღვთივ სათნო საქმეები რომ ვაკეთოთ. ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს, თუ რამე გვიჭირს ტვირთის ზიდვაში.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. სხვების იმედი ნუ გექნებათ. ჩვენ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და აქეთ შეგვეხვეწებიან. იმათაც შევხედავთ გვცნობენ არ გვცნობენ, ძალა ვის აქვს კარგად ნახონ. ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას დღეს, ღმერთზე უნდათ უარი გვათქმევინონ. როცა ეს დგებოდა ასიათასიც ვეწირებოდით და მეტიც. გეუბნებით, მე რომ მცოდნოდა ცუდს აკეთებდა, ახალგაზრდა რომ ვიყავი და ჩემი ხელისუფლება თუ თვლის, თუნდაც უკანონოდ ჩამეთვალა, მოვუგებდი ბრძოლას. სხვანაირები ვიყავით ჩვენ. ამიტომ ნუ ჩამოგვწერენ და ახალგაზრდებს ბევრ ვასწავლით ისეთს, რომ ჩვენზე უკეთესები რომ იყვნენ. და საქართველოს დიდი შვილები იყვნენ. ჩვენს ემიგრაციას გულით და სულით ვუსურვებ,  რომ იმათაც ილოცონ ჩვენთვის, დროზე დავაბრუნოთ, ისეთი ცხოვრება შევქმნათ. დიდი ხანი არ გვჭირდება, თუ ერთად ვიქნებით, მალე დაიწყებენ დაბრუნებას, უკეთესად იცხოვრებენ აქ, სულიერადაც ბევრად უკეთ იქნებიან . ღმერთმა დაგლოცოთ , ღმერთმა გაგახაროთ. მადლობა ყველას, საქართველოს ყველა მაცხოვრებელს და ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც ასე ზრუნავენ ჩვენთვის.

ღმერთმადაგლოცოთ და გაგახაროთ და ბედნიერება მოგცეთ. 9აპრილს რომ მივდიოდით, როცა ვიცოდით რუსი უნდა შემოსულიყო, რომ გავედით, ვიცოდით, რომ სიკვდილი გველოდებოდა წინ და ბოლომდე ვიდექით იქ. რა ვქნათ, რომ ისინი ლაჩრები იყვნენ და როგორ მოგვექცნენ კი ვნახეთ , ქალები და ახალგაზრდები ამორჩევით დახოცეს, თორემ ჩხუბით ისეთ ხალხში ვიდექი რუსის ჯართანაც რომ ვჩხუბობდით.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ,

სულიწმინდის მადლით აღგავსოთ.

იხარეთ ორსავ სოფელს შინა. მოუსმინეთ პატრიარქს და დიალოგზე გადავიდეთ, თორემ მტყუანს და მართალს კაგად ვარჩევთ.

მამა შალვას ეპიზოდი , რომ იყო. რა გაგიკეთებია ცხოვრებაში ეკლესიას რომ მიდექი, საქართველოს რამდენი დამპყრობი ჰყოლია და ენა იყო თუ სხვა, ეკლესია ინარჩუნებდა ყოველთვის. 1918 წელში საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ მანამდე ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა და იძულებულნი იყვნენ იმათ დამოუკიდებლობა გამოეცხადებია. რუსები მოიკითხონ თავიანთთან, სხვა ერის წარმომადგენლებიც. ჩვენ ვართ ქართველები და ვართ ქრისტიანები და ვიცხოვრებთ ასე-საქართველო უპირველეს ყოვლისა- ღმერთი, უფალი, მამული ენა სარწმუნოება, ღმერთი სამშობლო ადამიანი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!

 

გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

დღეს თავისუფალი პრესის დღეა

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
მთავარი

3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.   ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.   დაკავებულის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +16 - წვიმა   სოხუმი +16 - წვიმა   ზუგდიდი +17 - წვიმა...

დაწვრილებითDetails

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.   კურო ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან...

დაწვრილებითDetails

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"