რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი სისხლისღვრას ეწინააღმდეგება და პრობლემების მოგვარება დიპლომატიური გზით, უსაფრთხოების გარანტიებით სურს. ამის შესახებ მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ კოლეგიაზე განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“შეიარაღებული კონფლიქტები, სისხლისღვრა ჩვენი არჩევანი აბსოლუტურად არ არის, ჩვენ მოვლენების ასეთი განვითარება არ გვინდა“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
პუტინის თქმით, რუსეთს საკითხების გადაჭრა პოლიტიკურ-დემოკრატიული საშუალებებით სურს მაგრამ მას სჭირდება “მკაფიო, გასაგები, მკაფიოდ გაცხადებული სამართლებრივი გარანტიები“.
პუტინმა დასძინა, რომ სწორედ ეს არის რუსეთის წინადადებების აზრი, რომლებიც „ქაღალდზე დაიწერა და ბრიუსელსა და ვაშინგტონში გაიგზავნა“. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი მათზე პასუხს მიიღებს.










