სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით – ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის მხრიდან, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდადებული შეიწყალა.
როგორც კახა კალაძემ განმარტა, ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი სწორად აღიქვამს ყველაფერს და განცხადებები, რომ პარტიული ინტერესი იდგა ამ ყველაფრის უკან, „სისულელეა“.
„სისულელეები მოვისმინეთ შეწყალებასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, როდესაც კეთილი საქმე კეთდება, ეს გაფარჩაკებული ოპოზიცია და რადიკალები ყოველთვის გამოდიან ასეთი განცხადებებით. ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი სწორად აღიქვამს ამ ყველაფერს. 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, ემხრობა პრაგმატულ პოლიტიკას. ეს იყო ჰუმანური აქტი, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის მხრიდან. ამას მივესალმებით. ზოგადად, ჰუმანიზმის გამოვლინება მისასალმებელია“, – აღნიშნა კალაძემ.