LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ დაგეგმოთ ბიზნესი საოჯახო სასტუმროსთვის – ქუთაისში სემინარი გაიმართება

სირთულეები, რომელიც სასტუმრო ბიზნეს ელოდება – Colliers-ის პროგნოზი

დაპოსტა 2020/05/12-ში
A A
147
ნახვა
გაზიარება

საქმიანი ტურიზმის შემცირება და სამომავლოდ, სასტუმრო ბიზნესის მხრიდან ბაზრისთვის ახალი ნომრების მიწოდების დაპაუზება – ეს არის უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის ქართული ოფისის პროგნოზი, რომელიც პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოს სასტუმრო ბიზნესში მოხდება.

საუბარია, 4 მნიშვნელოვან ფაქტზე, კერძოდ:

  • 1. საშუალოვადიან პერიოდში საერთაშორისო პროგნოზები შედარებით პოზიტიურია დასვენების ტურიზმის მიმართულებით, თუმცა ნაკლებად იმედის მომცემი საქმიანი მოგზაურობების კუთხით. დარგის სპეციალისტების მიხედვით, საქმიანი ტურისტები შეიკავებენ თავს ხშირი ფრენებისა და გადაადგილებისგან და გადაერთვებიან ონლაინ რეჟიმზე, ხოლო დასვენების მიზნით მოგზაურობის ჩანაცვლება ვერ მოხდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოკლევადიან პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით აქტივობას არ უნდა ველოდოთ.
  • 2. ამ სექტორისთვის მთავარი გამოწვევა მნიშვნელოვნად შემცირებული მოთხოვნა იქნება. სასტუმროებს მოუწევთ უპასუხონ შემცირებული სტუმრებით გამოწვეულ სირთულეებს და განაგრძონ მსუბუქ ეპიდემიურ პირობებში საქმიანობა – სანიტარული ნორმების მაქსიმალური უზრუნველყოფით. რათქმაუნდა მოსალოდნელია ნომრის საშუალო ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირება. ეს პერიოდი განსაკუთრებულად რთული იქნება ადგილობრივი, დამოუკიდებელი საშუალო კლასის ბრენდებისთვის, რადგან მათ მოუწევთ საერთაშორისო ბრენდებთან ფასის კონკურენციაში შესვლა.
  • 3. AIRBNB-ის ბაზარი მოკლევადიან პერიოდში განსაკუთრებით იზარალებს. სასესხო ვალდებულებების დროულად დასაფარად, საცხოვრებელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს შესაძლოა დასჭირდეთ დღიური გაქირავებიდან გრძელვადიანი გაქირავების მოდელზე გადასვლა.
  • 4. მოსალოდნელია, რომ სამედიცინო გადაწყვეტის არსებობამდე, შეფერხდება სასტუმროს ნომრების სამომავლო მიწოდება. მიმდინარე წელს, თბილისში დაახლოებით 1,070 ნომერის მიწოდება იყო დაანონსებული. სავარაუდოა, რომ 2020 წლის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდება.

ამასთან, Colliers-ის ანგარიშის მიხედვით, პოსტ-პანდემურ პერიოდში ქართული კურორტებისთვის ახალი პოტენციალი გამოჩნდება – ესაა ადგილობრივი ტურისტების მხრიდან თანხის ქვეყნის შიგნით დახარჯვა, რაც მნიშვნელოვანი დახმარება იქნება სასტუმროს სექტორისთვის.

მოლოდინები და შესაძლებლობები

2019 წელს ქართველების (გამყვანი ვიზიტორები) მიერ უცხოეთში განხორციელებულმა დანახარჯების ჯამურმა მაჩვენებელმა 2 მილიარდი ლარი შეადგენა, ხოლო ერთი ვიზიტისას გაწეულმა საშუალო დანახარჯმა 877 ლარი. შესაძლებელია, აღნიშნული ფულადი ნაკადების ადგილობრივი ტურიზმისკენ შემოტრიალება, რაც მნიშვნელოვანი დახმარება იქნება სასტუმროს სექტორისთვის.

მსუბუქი პანდემიის პირობებში, სასტუმროების კონკურენტუნარიანობას განისაზღვრება იმით თუ რამდენად იქნებიან აღჭურვილნი სანიტარული დაცვის საშუალებებით და ექნებათ ახალი პროცედურები მათ სასტუმროში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. აპრობირებული პრაქტიკა ხდება რობოტების გამოყენება, რომლებიც დახურულ სივრცეში ახდენენ დეზინფექციას. მნიშვნელოვანი იქნება ონლაინ მარკეტინგი და შეთავაზებების/პროდუქტების განახლება ლოიალური კლიენტებისა და ახალი სტუმრებისთვის.

დარგის ექსპერტების მიერ აქტიურად განიხილება, რომ სამომავლოდ, სასტუმროების სექტორი ტექნოლოგიური და თვითმომსახურების მიმართულებით განვითარდება და სერვისის კომპონენტში შემცირდება ფიზიკური კომუნიკაციის როლი.

პანდემიის პირობებში, სასტუმროებისთვის შესაძლოა ისეთი ალტერნატიული დროებითი ფუნქციების ძიება, როგორიცაა მაგალითად მოქნილ სამუშაო სივრცეებად რედეველოპმენტი. ამის პრეცენდენტები უკვე გაჩნდა ევროპის სასტუმროებში, სადაც სასტუმროს ნომრებს ქირაობენ სამუშაო სივრცის დანიშნულებით, – აღნიშნულია კვლევაში.

ცნობისათვის, აღნიშნული კვლევა Colliers-ის ქართული ოფისის ახალ პლატფორმაზე recover.ge-ზე გამოქვეყნდა. ახალი პლატფორმა სავაჭრო, საცხოვრებელი, საოფისე და ტურისტული დანიშნულების უძრავი ქონების ბაზრებზე COVID-19-ის კრიზისის მოსალოდნელ შედეგებს და პროგნოზებს აერთიანებს.

გაზიარება65

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 18 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 18 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7223, ევრო – 3.1336, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6286 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი მსოფლიო ბირჟებსა და საქართველოში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 019 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.50%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 17 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 16, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 17 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7365, ევრო – 3.1382, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6300 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 13 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 12, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7300 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0021...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7300 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138...

დაწვრილებითDetails

„მუნიციპალიტეტებში 4.886 მლნ ლარის ტრანზაქცია შესრულებულია ისეთ ანგარიშზე, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა“ – აუდიტი

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
ეკონომიკა

„მუნიციპალიტეტებში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები,“ - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების 2022-2023 წლების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტშია აღნიშნული, რომელსაც "ბიზნესპრენიუსი" აქვეყნებს. აუდიტის...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა ერთ დღეში კვლავ მოიმატა

by მეგა TV
მარტი 11, 2026
0
ქორწინების ოქროს ბეჭედი 28%-ით გაძვირდა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 185 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.96%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ოქრო და ვერცხლი კვლავ ძვირდება

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქრო კვლავ ძვირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, 10 მარტს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 179 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 1.66%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 11 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 10, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7438 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7470 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
მარტი 9, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 10 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7470, ევრო – 3.1755, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6642 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"