“სილამაზე განსხვავებულობაშია და ბედნიერება საკუთარი თავის პოვნაში!
ასეთი დასკვნა გამოვიტანე ქუთაისის თოჯინების თეატრში ნანახი სპექტაკლიდან “მახინჯი იხვის ჭუკი”, რომელიც ნინო მაღლაკელიძემ დადგა (ანდერსენის ზღაპრის მიხედვით).
ვფიქრობ, საბავშვო თეატრმა მაყურებელს უაღრესად აქტუალური პრობლემის გადაჭრის მისეული ვერსია შესთავაზა არა მხოლოდ პატარებს, არამედ მათ მშობლებს. დამდგმელი ჯგუფი შემოქმედებითად მიუდგა არა მარტო ლიტერატურულ პირველწყაროს, არამედ სპექტაკლის დადგმას, მის მხატვრულ გადაწყვეტას და ფორმას. შემოქმედებითმა გუნდმა სამზარეულოს აქსესუარებით შექმნეს “სულიერი არსებები” და დახატეს უსულო, მექანიკური, ერთფეროვანი საზოგადოება და ის, ვინც მათ არ ჰგავს სიძულვილის მსხვერპლია. ნებისმიერი განსხვავებულის მიუღებლობა – ეს არის სპექტაკლის ძირითადი თემა, რომელსაც ქუთაისის თოჯინების თეატრის მსახიობები ორიგინალური მხატვრული ფორმით და ხერხებით მოგვითხრობენ.
ოჯახიდან, ახლობლებიდან, საზოგადოებიდან გარიყული იხვია ჭუკი კი, რომელსაც ღმა შინაგანი სამყარო გააჩნია, რთულ გზას გადის, მაგრამ მაინც პოულობს ბედნიერებას, რადგან აღმოაჩენს საკუთარ თავს, იპოვის მასში იმას ვინც არის და აღმოჩნდება, რომ ყველაზე ლამაზია, რადგან ის ნამდვილია.
ვულოცავ ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ამ ორიგინალურ და ძალიან მნიშვნელოვან სპექტაკლს.” – წერს თეარმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი თოჯინების თეატრის სპექტაკლის “მახინჯი იხვის ჭუკი” შესახებ.
სპექტაკლის პრემიერა 24 აპტრილს გაიმართა.