ახმეტაში კაცი მოკლეს. მოკლულია აჩიკო ჯაბანიშვილი. შემთხვევა 19 აპრილს ახმეტაში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ჯაბანიშვილს უცნობმა პირმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
„სიკეთით სავსე შვილი მყავდა, ვის რას უშავებდა, რომ აღდგომის ღამეს სასიკვდილოდ გაიმეტეს. 5 ტყვია ესროლეს, სროლის ხმაზე გამოვედი ეზოში, მე ვნახე პირველად. ვის რას უშავებდა? ვიცი, რომ უთვალთაველებდნენ, თურმე რა ჰქონდათ განზრახვა“ – ამბობს გარდაცვლილის დედა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი გამოძიება დაადგენს.