ლოს-ანჯელესში, მსახიობი, კინორეჟისორი და მწერალი, სიდნი პუატიე 94 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სიდნი პუატიე ამერიკის კინოაკადემიის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და გრემის ჯილდოების მფლობელია. ის პირველი ფერადკანიანი მსახიობია, რომელიც მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ოსკარით დაჯილდოვდა – ფილმში „მინდვრის შროშნები“.
სიდნი პუატიემ როლები ისეთ განთქმულ ფილმებში შეასრულა, როგორიცაა „შუაღამის მცხუნვარება“, „გამოიცანი ვინ მოდის ვახშამზე“ და სხვა










