დაკარგული ე.წ. დელიკის ტიპის ავტომობილის მძღოლია, რომელიც გუშინ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახთან წყალში გადავარდა. მაშველებმა ადგილობრივებთან ერთად მდინარიდან ავტომობილი ამოიტანეს, თუმცა მამაკაცი იქ არ იმყოფებოდა.
ადიდებული მდინარისა და რთული რელიეფის გამო სამუშაოები ღამით შეწყდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა.
“ჯერჯერობით ვერაფერი ვერ ვიპოვეთ. გრძელდება სამძებრო სამუშაოები. არავინ იცის, დაინახეს მანქანა გადავარდნილი მდინარეში და როცა ამოიყვანეს მანქანა, ადამიანი შიგნით არ იყო,” – აცხადებს მულახში მერის წარმომადგენელი, სოსო ზურებიანი.