სვანეთის მთებში დაჭრილ მონადირეს 60 წლამდე მამაკაცს, ომარ ქანთარიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენი ამ დრომდე ეძებს.
ახლობლების ინფორმაციით, იგი დაჭრილია და შველას ითხოვს. მონადირე წალენჯიხის რაიონ ჯვარის მკვიდრია. სამძებრო სამუშაოებს მთებში ჩამოწოლილი ნისლი ართულებს.
„ჯვარელები ღმერთს ვევედრებით განსაცდელში მყოფი ჯვარელი კაცის გადარჩენას. მთაში სანადიროდ წასული ვაჟკაცი სიკვდილს ებრძვის.ჩვენს თავზე დაფრინავს მაშველების ვერტმფრენი, რომელიც ნისლის გამო ვერ პოულობს ავადმყოფის ადგილსამყოფელს. იმედია, გამოიდარებს და ყველაფერი კარგად იქნება. ვაჟკაცურად იყავი, ომარ ! შენი სიკეთე გადაგარჩენს“, – წერს მისი ნათესავი ასმათ ჩხაპელია სოციალურ ქსელში.
მამაკაცი სვანეთის ტყეში სანადიროდ გუშინ წავიდა.
წყარო: PTN.ge