
მერილინ მენსონის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ფაქტზე საქმეების აღძრა გრძელდება. ლოს-ანჯელესის შერიფის დეპარტამენტმა People-ს დაუდასტურა, რომ სამხილის ძიების მიზნით ლოს ანჯელესში, 52 წლის მუსიკოსის სახლში ჩხრეკა განხორციელდა. ჩხრეკა მენსონის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან უკავშირდება. მას 15-ზე მეტი ქალის, მათ შორის „ოქროს გლობუსის“ სამგზის ნომინანტის, ივან რეიჩელ ვუდსის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ედება ბრალი.
TMZ-ის ინფორმაციით, მენსონი ჩხრეკის დროს სახლში არ იმყოფებოდა. მომღერალმა თვის დასაწყისში ჰოლივუდში მდებარე სახლი გაყიდა და ამ დროისთვის უცნობია, იყო თუ არა ეს იგივე სახლი, რომელიც სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს. მისი წარმომადგენელი მედიასთან კომენტარს ამ დროისთვის არ აკეთებს.










