ესპანეთში, ჟირონას რეგიონში ძლიერი სეტყვის შედეგად 20 თვის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბავშვს სეტყვის მარცვალი თავში მოხვდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამასთან, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება კიდევ 50-მდე ადამიანმა მიიღო. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.
კატალონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, სეტყვის ერთ-ერთი მარცვლის დიამეტრი 10 სანტიმეტრს შეადგენდა. მათივე ცნობით, ეს ყველაზე ძლიერი წვიმა იყო რეგიონში 2002 წლიდან.









