LIVE TV
შაბათი, იანვარი 24, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სერიოზული კრიზისები და დაპირისპირებები – რას წერს ასტროლოგი მომავალ დღეებზე

დაპოსტა 2021/06/28-ში
95
ნახვა
გაზიარება

ასტროლოგ რამაზ გიგაურის პროგნოზით, კოსმოსში მარსი-სატურნი-ურანის ტაუ-კვადრატი შეიქმნა.

მისივე თქმით, ეს ტაუ-კვადრატი ორი კვირის განმავლობაში აქტიური იქნება და დაუკავშირდება სწორედ ძველისა და ახლის დაპირისპირებას, რაც მოსალოდნელია სერიოზულ კრიზისებში და დაპირისპირებებში გარდაისახოს.

„რას მოიტანს მარსი-სატურნი-ურანის ტაუ-კვადრატი?! ძირითადი მახასიათებლები

2021 წლის ასტროლოგიურ პროგნოზში (რომელიც 2020 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა) ვწერდი, რომ 2021 წლის „ძირითადი“ ასპექტი იქნებოდა სატურნი-ურანის კვადრატი.

ზოგადად, ეს ასპექტი – განასახიერებს ძველისა და ახლის ჭიდილს, უთითებს ცვლილებების აუცილებლობაზე, რომლებიც უკვე არსებული წესებს და ცხოვრების სტილს შეეხება. გარდა ამისა, ეს ასპექტი ხელს უწყობს ახალი იდეებისთვის ხორცის შესხმას. ეს არის სისტემის და ცვლილებების სინთეზი, თუმცა როდესაც ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან კონსერვატორი მმართველები, ეს იწვევს სერიოზულ კონფლიქტებს და დაპირისპირებებს.

როდის იმოქმედებს?!

სატურნი-ურანის კვადრატს 25 ივნისიდან – 9 ივლისამდე შეუერთდება მარსი. ეს შექმნის ასტროლოგიურ კონფიგურაციას ე. წ. ტაუ-კვადრატს. ეს საკმაოდ რთული კონფიგურაციაა და იძლევა ენერგიის აკუმულირებას და მოულოდნელ გამოთავისუფლებას, რაც ხშირ შემთხვევაში მოულოდნელ დარტყმას და ნგრევას იწვევს.

რას დაუკავშირდება?!

ეს ტაუ-კვადრატი ორი კვირის განმავლობაში აქტიური იქნება და დაუკავშირდება სწორედ ძველისა და ახლის დაპირისპირებას, რაც მოსალოდნელია სერიოზულ კრიზისებში და დაპირისპირებებში გარდაისახოს.

ეს მოსალოდნელია გამოვლინდეს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ დონეზე. განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელია რეფორმებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების შექმნა. არ არის გამორიცხული ზოგან ცვლილებებს რადიკალური ფორმა მიეცეს, რასაც არც თუ სასურველი შედეგები მოჰყვება.

მოსალოდნელია სიტუაციების გამწვავება იმ ადგილებში, სადაც „მყიფე მშვიდობაა“, ანუ ქვეყნებს შორის მოსალოდნელია გამწვავდეს ძველი დაპირისპირება, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც კი მივიდეს. მოიმატებს ტექნიკური ავარიების, ხანძრების და სხვა ბუნებრივი კატასტროფების ალბათობაც.

შეიძლება თუ არა ამ პერიოდის სასიკეთოდ გამოყენება?!

ცხადია, შეიძლება. რადგან კვადრატი, როგორც ასპექტი – ეს არის კონფლიქტი, ხოლო ოპოზიცია – დაპირისპირება. ნებისმიერი ტაუ-კვადრატი რთულად სამართავი კონფიგურაციაა, თუმცა ის ბევრი წარმატებული ადამიანის პირად ჰოროსკოპში გვხვდება. ადამიანმა თუ შეძლო იმის გაცნობიერება, მისი ხასიათის რომელი თვისებები უბიძგებს მას კონფლიქტებისა და დაპირისპირებებისკენ, თუ შეძლო გაცნობიერება, ეს კონფლიქტები რომელ სფეროში ვლინდება და შეძლო ამ ყველაფრის დამუშავება, ეს ენერგია უკვე მოსალოდნელია გახდეს უდიდეს „დრაივერი“, რომელიც ადამიანს უბიძგებს ახალ-ახალი და რაც მთავარია, გაბედული ცვლილებებისკენ. ამას კი ადამიანის ცხოვრებაში სერიოზული წარმატებები მოსდევს.

ვისთვის და ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება მნიშვნელოვანი?!

ეს ტაუ-კვადრატი გამოვლინდება ინდივიდუალურ დონეზეც. ეს მოიტანს ახალ დინამიკას და დაძაბულ სიტუაციებს იმ ადამიანების ცხოვრებაში:

1. ვისაც პირად ჰოროსკოპში სწორედ მარსი-სატურნი-ურანის ტაუ-კვადრატი აქვს. მიუხედავად იმისა, რომელ ზოდიაქოს ნიშანში თუ სახლში მდებარეობს ეს სამი პლანეტა, რადგან ეს იქნება რეზონანსული კონფიგურაცია, აქედან გამომდინარე ამ ორკვირიან პერიოდში ამ ადამიანებმა ფრთხილად უნდა გაიარონ. ყველა ცვლილება წინდახედულად განახორციელონ.

2. ვის პირად ჰოროსკოპშიც, ვისაც კუროს ან მორიელის 14-15 გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული. ამ ადამიანების ცხოვრებაშიც დინამიკა ერთი-ორად მოიმატებს და მათ წინდახედული მოქმედებები მართებთ.

3. ვის პირად ჰოროსკოპშიც მარსი – ლომის მე-10 გრადუსიდან – მე-18 გრადუსში აქვთ განთავსებული ან სატურნი – მერწყულის მე-11 ან მე-12 გრადუსში აქვთ განთავსებული.

4. ყველაზე სუსტად გამოვლინდება ფიქსირებული ნიშნების ცხოვრებაში: კუროების, ლომების, მორიელების და მერწყულების ცხოვრებაში.

P.S. სხვა ნიშნებისთვის შედარებით ნეიტრალური იქნება,“ – წერს რამაზ გიგაური.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში უკანონო თევზჭერის 117 ფაქტი გამოვლინდა

იანვარი 24, 2026
0
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 805 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 368 ფაქტი სისხლის...

დაწვრილებითDetails

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
0
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ე.ო. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი, თურქეთის...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

იანვარი 24, 2026
41
მთავარი

გვსურს, გამოვეხმაუროთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს

იანვარი 24, 2026
16
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე, მათ შორის -...

დაწვრილებითDetails

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

იანვარი 24, 2026
301
მთავარი

ვერძი   დღეს, შესაძლოა, ნევროზულობა და ხასიათის მოულოდნელმა ცვლა გარკვეული უთანხმოების მიზეზი გახდეს. ექსპერიმენტებისა და რადიკალური ცვლილებებისთვის შესაფერისი დრო დღეს არ არის. კურო   დაკავდით ოჯახის საკითხების მოგვარებით. ნურაფერს შეეჭიდებით...

დაწვრილებითDetails

“ფასების შემცირება შესაძლებელია” – სადისტრიბუციო კომპანია „მზიურის” დამფუძნებელი

იანვარი 23, 2026
95
მთავარი

მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ შპს „მზიურის" დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა განაცხადა, ფასების შემცირება შესაძლებელია. „ეს არ არის მარტო...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია – რა ღირს საქართველოში

იანვარი 23, 2026
95
მთავარი

საქართველოში ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 431 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 325 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 252 ლარია....

დაწვრილებითDetails

“მივიღეთ გადაწყვეტილება, ესპანეთმა „მშვიდობის საბჭოს“ წევრობასთან დაკავშირებით აშშ-ის მიწვევა არ მიიღოს” – პედრო სანჩესი

იანვარი 23, 2026
40
მთავარი

რამდენიმე კვირიანი ფიქრისა და ბევრ ქვეყანასთან კონსულტაციის შემდეგ, დღეს, ჩემს კოლეგებს ევროპულ საბჭოში მინდა მივაწოდო ინფორმაცია, რომ ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ე.წ. მშვიდობის საბჭოში, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

დასახელდა ზოდიაქოს 7 ნიშანი, ვისაც იანვრის ბოლოს ფინანსურად გაუმართლებს

იანვარი 23, 2026
101
მთავარი

ასტროლოგების შეფასებით, იანვრის ბოლო განსაკუთრებულად წარმატებული პერიოდი იქნება ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით. პლანეტარული განლაგება ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას, მოულოდნელ ფინანსურ სარგებელსა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. სპეციალისტების თქმით, ფინანსური...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

იანვარი 23, 2026
816
@?FFKM.3
მთავარი

სოციალურად დაუცველ ოჯახებს ელექტროენერგიის გადასახადი 2026 წელსაც დაუსუბსიდირდებათ – აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილებები, რომლებიც მთავრობის დადგენილებაში უკვე შევიდა. უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 150 ათასამდეა....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».