სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, წუხელ მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახს სახლში დანით შეიარაღებული 2 პირი მიუვარდა – მოკლულია ერთი და დაჭრილია 3 ადამიანი. დაჭრილებს შორის, სავარაუდოდ, მეზობლებიც არიან. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და მათ პოლიცია ეძებს. დაწყებულია გამოძიება
თბილისში მოკლული არასრულწლოვანი დათო ნარიმანიძეა
თბილისში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა...









