LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საჰაერო კავშირის გაფართოება ჩინეთთან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში – ირაკლი ღარიბაშვილი

დაპოსტა 2023/07/31-ში
A A
34
ნახვა
გაზიარება

ვითვალისწინებთ რა საქართველოს უზარმაზარ ტურისტულ პოტენციალს, გვჯერა, რომ ჩვენი საჰაერო კავშირის გაფართოება ჩინეთთან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში, ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს მრეწველობის სფეროს დაინტერესებულ სუბიექტებთან.

„ჩინეთთან ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობის აღიარებით, მოხარული ვართ, რომ თბილისი-ურუმჩის შორის ფრენები მიმდინარე წლის იანვარში განახლდა, კვირაში სამი რეისი სრულდება და დიდი პოტენციალი გააჩნია.

ვითვალისწინებთ რა საქართველოს უზარმაზარ ტურისტულ პოტენციალს, გვჯერა, რომ ჩვენი საჰაერო კავშირის გაფართოება ჩინეთთან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში, ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდაში; ეს ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს მრეწველობის სფეროს დაინტერესებულ სუბიექტებთან.

ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანია გავაძლიეროთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია არსებული და ახალი მაღალი სიმძლავრის ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენებით, რაც საქართველოს მეზობელ, ევროპულ და აზიურ ქვეყნებთან დააკავშირებს. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისა და აზიის ციფრული კავშირის ხელშეწყობა.

განვიხილავთ რეგიონული ციფრული ჰაბის შექმნას, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს საერთაშორისო კავშირს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურასთან, ევროპისა და აზიის უმოკლესი მარშრუტით დაკავშირებას და, მეორე მხრივ, რეგიონული მონაცემთა ცენტრების შექმნას. ამჟამად მიმდინარეობს ინვესტიციების მოზიდვის, ციფრული ჰაბისა და დერეფნის განვითარების კონცეფციის საკონსულტაციო სერვისის მოკვლევა.

უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ქვეყანა მდიდარია განახლებადი ენერგიის რესურსებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰიდრო რესურსები. ჰიდროენერგეტიკაში დაახლოებით 40 მილიარდი კვტ/სთ ეკონომიკურად გამართლებული პოტენციალის არსებობის მიუხედავად, ამჟამად მისი მხოლოდ 30% არის ათვისებული. ამიტომ, ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ჰესების პროექტების განხორციელებით.

სწორედ ამიტომ, ინვესტორების მოზიდვის მიზნით, გასულ წელს შემუშავდა და დამტკიცდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ეფუძნება კონკურენციასა და საბაზრო პრინციპებს. მხარდაჭერის სქემა გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროების სიმძლავრის აუქციონებს. ახალ სქემას ნერგავს სხვაობის დაფარვის კონტრაქტის (CfD) კონცეფციას, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის საბაზრო ფასსა და სახელშეკრულებო ფასს შორის სხვაობის კომპენსაციას. ამიტომ, ეს მექანიზმი ინვესტორებს აძლევს გარანტიას, რომ ისინი წლების განმავლობაში მიიღებენ გონივრულ შემოსავალს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მწვანე ენერგიის წარმოებას და ექსპორტს, არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ინიციატივა – რომელიც ჩემი ინიციატივაა, რომელიც 2 წლის წინ გავაჟღერე – მნიშვნელოვან დაპირებას იძლევა საქართველოს მომავალი ენერგეტიკული ლანდშაფტის შესახებ, რადგან ის შეესაბამება ქვეყნის ვალდებულებას განახლებადი რესურსების განვითარებისა და უფრო მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისკენ. ამ ამბიციური პროექტის მონაწილეები არიან ასევე აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიები და ზემოაღნიშნული პროექტები მჭიდრო კავშირშია „სარტყელისა და გზის” ინიციატივის მიზნებთან. ამიტომ, საქართველო აქტიურად არის ჩართული მასში და ადასტურებს ნაკისრს ვალდებულებას, როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი და პირველი ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა მისი წესდება.

მსურს გამოვხატო გულწრფელი სიხარული „სარტყელისა და გზის” ინიციატივის ფარგლებში დღეს ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნოვატორული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ურთიერთ-სასარგებლო თანამშრომლობას.

ასევე მინდა ვახსენო, რომ ჩემი ინიციატივით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს საქართველო წარმატებით ატარებს 2015 წლიდან მოყოლებული და სამი ასეთი ღონისძიება შედგა. ამ ფორუმებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „სარტყელისა და გზის” ინიციატივის წინსვლაში, საერთაშორისო პლატფორმის შექმნაში მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნესს და საზოგადოების ლიდერებს შორის მაღალი დონის დიალოგის საწარმოებლად მრავალი მიმართულებით. თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მე-4 ფორუმი წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება შეკრებს 2000-მდე დელეგატს, მთავრობათა მაღალჩინოსნებს და ბიზნესის წარმომადგენლებს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ჩინური ბიზნეს წრეები მოვიწვიო ხსენებულ ფორუმზე. მოხარული ვიქნებით გიმასპინძლოთ საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

” მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას უნდა აყალიბებდეს უცხოელი” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ისტორიულად მსოფლიო პოლიტიკოსს მაშინ ესროდნენ, როდესაც ყველაზე მეტად იბრძოდა მშვიდობისთვის, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარეა – ირაკლი ქადაგიშვილი
მთავარი

ეს განცხადება - „თვითნებურად დაკავებულები“ ნიშნავს, რომ საერთოდ უპატივცემულობას გამოხატავენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა....

დაწვრილებითDetails

” „ოცნებას“ არჩევნების თავად მოგების რესურსი არ აქვს” – გიორგი სიორიძე

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
“BBC-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მკვლელი რეჟიმია” – გიორგი სიორიძე
მთავარი

"ქართული ოცნება“ ყოველთვის მაშინ იღებს ხოლმე მსგავს ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, როდესაც ხედავს კონკრეტულ ხიფათებს, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს....

დაწვრილებითDetails

“ბუნებრივ აირზე უფრო მაღალი ტარიფი შეიძლება დადგინდეს მაღალი მოხმარების ოჯახებისთვის” – დავით ნარმანია

by მეგა TV
ნოემბერი 6, 2026
0
ელექტროენეგიაზე ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს- სემეკი გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებს
მთავარი

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მაღალი მოხმარების საოჯახო მეურნეობებისთვის, რომლებიც „შეძლებული არიან“ და ბუნებრივ აირს აუზების გათბობისთვის იყენებენ, შედარებით მაღალი ტარიფი დაწესდება. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მცირე მოხმარების მქონე მოსახლეობისთვის ფინანსური...

დაწვრილებითDetails

” ბრიუსელიდან არაერთხელ გაგვიგია დამოკიდებულება: ან დამემორჩილები, ან მუდმივად ვიქნები ისეთ რეჟიმში, როდესაც საქართველოზე განვახორციელებთ ზეწოლას..” – გია ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზე

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

ბრიუსელიდან არაერთხელ გაგვიგია დამოკიდებულება: ან დამემორჩილები, ან მუდმივად ვიქნები ისეთ რეჟიმში, როდესაც საქართველოზე განვახორციელებთ ზეწოლას - ეს არის მთავარი „მესიჯი“, რომელიც ამ მოხსენებაში გავიგეთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა,...

დაწვრილებითDetails

„კოალიცია ცვლილებისთვის” განცხადება

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
„კოალიცია ცვლილებისთვის” განცხადება
მთავარი

გუშინ გამოქვეყნებული ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ ადასტურებს, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. მათი განცხადებით, ანგარიშში მოცემული საქართველოს თითოეული...

დაწვრილებითDetails

“პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ უნდა გვასწავლოს ჩვენ დემოკრატია? “- პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დააინიცირა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების პროექტი
მთავარი

პოსტსაბჭოთა და სოციალისტურმა სამყარომ ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია? თვითონ სად იყვნენ 30 წლის წინ? - ჩვენ არავისგან დემოკრატია არ გვესწავლება. არ გვესწავლება პაველ ჰერჩინსკისგან, კაია კალასისგან, მარტა კოსისგან, - ამის...

დაწვრილებითDetails

” ჩემი რეკომენდაციაა, ტონს დაუწიოს ” – შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი, სადაც რეკომენდაციებზე საუბრობდა, პირველი რეკომენდაცია რაც მე მას მინდა მივცე, ტონს დაუწიოს - აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ...

დაწვრილებითDetails

“ბატონი ჰერჩინსკი ტრაგიკული პიროვნებაა, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო ბატონი ჰარცელი” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, იმაზე უფრო ტრაგიკულიც კი, ვიდრე იყო მისი წინამორბედი ბატონი ჰარცელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჰარცელს ყველაფერი აკადრებინეს ქართველი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"