საჯარო რეესტრის საიტებზე შესვლა დროებით შეზღუდულია, ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს,
” გაცნობებთ, რომ ქსელში არსებული ხარვეზის გამო საჯარო რეესტრის სერვისების მისაღებად მოსული მომხმარებლის მომსახურება შეფერხებით ხორციელდება. ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამსახურების მიერ, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები.
სერვისის აღდგენისთანავე იუსტიციის სახლის ფეისბუქ გვერდზე დამატებით განთავსდება ინფორმაცია ”