აფრიკის დასახლებაში ხმაურია. ადგილობრივები ამბობენ, რომ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია სახლებს ანგრევს.
მერიის თანამშრომლები ხალხს ნგრევის ადგილებზე არ უშვებენ. აკრძალულია ტელეფონით გადაღებაც.
აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლები მერიამ რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რომ თუ ორშაბათამდე საცხოვრებელს საკუთარი სურვილით არ დატოვებდნენ, ძალით გამოასახლებდნენ.










