კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდო გოცირიძე სოციალურ ქსელში კომპანია ” მაგთიკომის” გათიშვას ეხმიანება და კითხვას სვამს, თუ რამდენად არის მზად სახემწიფო “უინტერნეტო სცენარისთვის”.
“გავიგეთ, რომ რუსეთი მტერი აღარ არის (
ვინმემ არ დაიჯეროს), მაგრამ თოვლი და ქარბუქი ხომ არავის გაუუქმებია? ერთი კვირის წინ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო იყინებოდა, მაგალითად ![]()
![]()
![]()
![]()
მაგთის გუშინდელი კოლაფსის მერე მაინც, იქნებ ვინმე დაინტერესდეს, სახელმწოფო უწყებები და სერვისები “უინტერნეტო სცენარისთვის” მზად არიან? კრიტიკული ინფრასტრუქტურა? ბიზნესები? სარეზერვო ხაზი მუშაობს თუ ავტომატურად გამოდის მწყობრიდან?
“გლობალური პრობლემები” კი არ არის პრობლემა, სტრატეგიებს რომ “გალოჩკისთვის” იწერება და კიბერსავარჯიშოებზე “უფასო დრინქისთვის” დადიან, ეგ არის პრობლემა.” – წერს სოციალურ ქსელში კიბერსუაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე.
როგორც ცნობილია, გუშინ საღამოს “მაგთის” მობილურ და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისებზე დაფიქსირდა შეფერხება.









