LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“სახელმწიფო ძლიერი ლიდერით არ არის ძლიერი სახელმწიფო. ძლიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები” – დენიელ ფრიდი

“სახელმწიფო ძლიერი ლიდერით არ არის ძლიერი სახელმწიფო. ძლიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები” – დენიელ ფრიდი

დაპოსტა 2019/09/11-ში
A A
120
ნახვა
გაზიარება

“ქართულ ოცნებაში“ ბევრს ჰგონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს, ამიტომაც მათ დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში აშშ-ს ელჩად რომ ჩამოსულიყო – ეს იყო შეცდომა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დენიელ ფრიდმა განაცხადა.

ფრიდმა აქვე აღნიშნა, რომ აშშ-ი არც “პროსააკაშვილურია“ და არც “პროივანიშვილური“ – ის საქართველოს მხარეს დგას.

„მადარდებს საქართველოს პოლიტიკის პოლარიზება, განსაკუთრებით რაც 20 ივნისის შემდეგ ხდება. მახსოვს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს აქ მთავრობა ხანდახან არასწორად და ხანდახან ავტორიტარულადაც კი იქცეოდა. ასე იყო 2007 წელს. მახსენდება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არ იყო საკმარისად ყურადღებიანი საქართველოს ციხეებში არსებული ვითარების მიმართ.

სააკაშვილმა ქვეყნისთვის ძალიან ბევრი კარგი გააკეთა. რაშიც ის, ჩემი აზრით წარმატებული იყო, ეს იყო მდგრადი ინსტიტუტების შექმნა, კანონის უზენაესობის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური წნეხის წინააღმდეგ. ეს არ არის მარტივი არც ერთი ადამიანისთვის და არც ერთი ქვეყნისთვის. ჩვენთვის, ამერიკელებისთვის ეს ხანდახან რთულია. მაგრამ ამის მიუხედავად, ეს აუცილებელია.

ამერიკას უნდა დაინახოს ძლიერი საქართველო. მაგრამ, მე მინდა ფრთხილი ვიყო იმაში, თუ რას ვგულისხმობ სიტყვაში ძლიერი. სახელმწიფო ძლიერი ლიდერით არ არის ძლიერი სახელმწიფო. ძლიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები.

ძლიერი ინსტიტუტების გარეშე სახელმწიფო არის მხოლოდ ლიდერის ნების გამომხატველი, რაც ბევრმა ქართველმა იწვნია. თქვენ არ გჭირდებათ ამერიკელი მოგიყვეთ, თუ რა ხდება ქვეყანაში, რომელშიც ბელადს არა აქვს არანაირი შეზღუდვები.

„ქართულ ოცნებაში“ ბევრს ჰქონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს. ამიტომაც მათ დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში რომ აშშ-ს ელჩად ჩამოსულიყო. ეს იყო შეცდომა. ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა დავინახოთ საქართველოში მოქმედი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატია.

სააკაშვილმა საქართველო რაღაც დონემდე მიიყვანა, მაგრამ ბოლომდე არა. კარგი იქნებოდა თუ ივანიშვილი მიიყვანდა ბოლომდე სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას. ამერიკელებმა ვცადეთ დაგვენახებინა, რომ ზუსტად ასეთ საქართველოს ვუჭერთ მხარს. ასეთი საქართველო შეძლებს გაუძლოს რუსეთის წნეხს, რუსულ კორუფციას, დეზინფორმაციასა და რუსულ სამხედრო ძალას. ეროვნული სიძლიერე ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მოდის.

მე არ მინდა თქვენს გამოწვევებზე მხოლოდ საქართველოს დავაკისროთ მთელი პასუხისმგებლობა. ამერიკა უნდა დაეხმაროს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტურების მშენებლობაში და ქვეყნის შენებაში“, – განაცხადა დენიელ ფრიდმა.

მისივე თქმით, ახლა ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დემოკრატიულად ჩატარდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნები.

„არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი. სწორედ ასეთი განცდა უნდა ჰქონდეს მოსახლეობას მას შემდეგ, რაც შედეგები გახდება ცნობილი. როდესაც საქართველო გააღრმავებს თავის რეფორმებს, იგი მიიღებს პოლიტიკურ კაპიტალს, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას საკუთარი სტრატეგიული მიზნების განსახორციელებლად“, – აღნიშნა ფრიდმა.

თეგები: დენილ ფრიდიივანიშვილიოკუპაციარუსეთისააკაშვილისაქართველო
გაზიარება48

დაკავშირებული -პოსტები

ქონექთმა ქუთაისში პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა – ორი თვის განმავლობაში სპეციალური ფასით

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ქონექთმა ქუთაისში პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა – ორი თვის განმავლობაში სპეციალური ფასით
მთავარი

ქონექთი ავტოგასამართი სადგურების ქსელს აქტიურად აფართოებს. კომპანიამ ქუთაისში მეხუთე სადგური გახსნა, რომელიც ქალაქში ქონექთის პირველი თვითმომსახურების ობიექტია. ქსელი საქართველოს მასშტაბით უკვე 170-მდე სადგურს აერთიანებს. გახსნასთან დაკავშირებით, ახალ სადგურზე ორი თვის...

დაწვრილებითDetails

„შენს ჯგუფში დღეს გაკვეთილი არ ჩატარებულა…“ – თბილისში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
„შენს ჯგუფში დღეს გაკვეთილი არ ჩატარებულა…“ – თბილისში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა გოგონა, მარიანა შეყელაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილ მოსწავლეს ემშვიდობება სკოლის მასწავლებელი ნატო ქვრივიშვილი და ემოციურ პოსტს აქვეყნებს: „მე და შენ 9 წელია ერთმანეთს ვიცნობთ,...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე, მათ შორის - ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის,...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
“ქალმა იხუმრა” – 36 წლის ქალის მკვლელობის მოტივი ცნობილია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის...

დაწვრილებითDetails

თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

31 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმა იქნება, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ავარიის შედეგად კურიერი დაშავდა

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბათუმში, ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების კვეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „გლოვოს“ კურიერი დაშავდა, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. პირველადი ინფორმაციით, მოპედი სავარაუდოდ გზაზე მოცურდა. დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს. შს სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღე აქტიურობასა და მნიშვნელოვანი საკითხების გადახედვას მოითხოვს. შესაძლოა, სამსახურში ან პირად ცხოვრებაში ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელსაც დიდი ხანია აჭიანურებთ. ემოციების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სიყვარულში გულწრფელი საუბარი გაუგებრობას...

დაწვრილებითDetails

მეექვსე კლასელმა თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

by მეგა TV
ოქტომბერი 30, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაშავდა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე სკოლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"