LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სახელმწიფო განზრახ აჭიანურებს გამოძიების განახლებას მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით  – SJC

სახელმწიფო განზრახ აჭიანურებს გამოძიების განახლებას მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით – SJC

დაპოსტა 2024/02/12-ში
A A
26
ნახვა
გაზიარება

“ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან რვა თვის შემდეგაც, სახელმწიფო განზრახ აჭიანურებს გამოძიების განახლებას”, – ამ განცხადებას “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით აკეთებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე განახლებული ინფორმაცია წარუდგინა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, მაჩალიკაშვილის საქმე ცინცაბაძის საქმეების ჯგუფში გაერთიანდა და გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ მოექცა, რაც გულისხმობს იმას, რომ კომიტეტი საქმის აღსრულების პროცესს პერიოდულ სხდომებზე შეაფასებს, ხოლო სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს ამ სხდომების შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებში ასახავს. კომიტეტის მომდევნო სხდომა 2024 წლის 12-14 მარტს გაიმართება.

არასამართავრობო ორგანიზაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ხელახალი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე.

მიუხედავად სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის არაერთგზის მიმართვისა, სამსახური თავს არიდებს საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას. გარდა ამისა, 2023 წლის 11 დეკემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი წარუდგინა, რომელთა ჩატარება ახალი გამოძიების ფარგლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე, მოთხოვნილ იქნა მტკიცებულებების ფალსიფიცირებისა და განადგურების თაობაზე გამოძიების დაწყება. სამწუხაროდ, ეს მოთხოვნები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ უპასუხოდ იქნა დატოვებული.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოძიების განახლების შემთხვევაში, კიდევ არის შესაძლებელი რიგი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც გამოძიების ცენტრალური საკითხის – სახელმწიფოს მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების – დადგენას შეუწყობს ხელს. საყურადღებოა, რომ ევროპულმა სასამართლომ სწორედ ხარვეზიანი და არაეფექტიანი გამოძიების გამო ვერ შეძლო თემირლანის მკვლელობაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენა. ამავდროულად, მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 7 წლის გასვლის შემდგომ, გამოძიების დაუყოვნებლივ განახლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დროის გასვლასთან ერთად მოსაპოვებელი მტკიცებულებების რაოდენობა და ხარისხი ზიანდება.

ამგვარად, ევროპული სასამართლოს მიერ საქმეში გამოვლენილი ხარვეზების და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების აღსასრულებად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ხელახალი გამოძიების დაწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლებების აღსადგენად. ამის საპირისპიროდ, საქართველოს მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტისთვის წარდგენილი სამოქმედო გეგმა დუმს იმის თაობაზე, გადადგა თუ არა სახელმწიფომ რაიმე ნაბიჯი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდის გარდა; ანდა აპირებს თუ არა რაიმე სხვა ღონისძიების განხორციელებას.[1]

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების განახლების გაჭიანურება მისი პროკურატურისგან რეალური დამოუკიდებლობის და მისი ეფექტიანობის შესახებ ეჭვებს აღრმავებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სამსახური ვერ უმკლავდება ისეთ საქმეებს, რომლებმაც შეიძლება სამართალდამცავი ორგანოების რეპუტაცია, ან მმართველი გუნდის ინტერესები დააზიანოს.[2] აღნიშნული კი ადასტურებს იმ საფრთხეების რეალურობას, რომლებზეც სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველი და საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული და არადემოკრატიული პროცესით გაუქმების და მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნისას მიუთითებდნენ.[3] კერძოდ, კი იმის თაობაზე, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის დამოუკიდებლობის რეალური და ინსტიტუციური გარანტიების გარეშე შექმნა მის მიერ ჩატარებული გამოძიების ხარისხს მნიშვნელოვნად დააზიანებდა.

გასათვალისწინებელია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულება კონვენციის მხარე ყველა სახელმწიფოსთვის სავალდებულოა. ამასთანავე, სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების აღსრულება გულისხმობს არამხოლოდ მომჩივნისთვის კომპენსაციის გადახდას, არამედ დარღვეული უფლების აღდგენას, რაც მსგავს შემთხვევებში საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას გულისხმობს.

გარდა იმისა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ  გამოვლენილი პრობლემები სახელმწიფოს უნდა ავალდებულებდეს ჩაატაროს ისეთი ცვლილებები, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში სისტემური ცვლილებების რეალურ საფუძველს იძლევა. ამ მიზნით მინისტრთა კომიტეტის წინაშე ჩვენი ორგანიზაცია ითხოვს საქართველოსთვის ზოგადი ხასიათის ღონისძიებების დაკისრებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მსგავსი დანაშაულების პრევენციაში, ხელს შეუწყობს სუს-ის შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში დაზარალებულთა უფლებების რეალიზებასა და გამოძიების ხარისხს.  ვიმედოვნებთ, რომ მინისტრთა კომიტეტი მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფოს პროგრესის შეფასებისას ჩვენს მოსაზრებებს გაითვალისწინებს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ხელახალი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე, უზრუნველყო საქმისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჯეროვანი ჩატარება და მაჩალიკაშვილების ოჯახის ეფექტიანი მონაწილეობა გამოძიების პროცესში,” – წერია განცხადებაში.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

ნანა იყო ადამიანი, რომელიც თეატრს არა მხოლოდ წარმოადგენდა, არამედ გულით ატარებდა – გარდაიცვალა ნანა ქაჯაია

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ნანა იყო ადამიანი, რომელიც თეატრს არა მხოლოდ წარმოადგენდა, არამედ გულით ატარებდა – გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
მთავარი

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნანა ქაჯაია გარდიცვალა. მესხიშვილის თეატრი სამძიმრს წერილს აქვეყნებს: "არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად კულისებში რჩებიან, მაგრამ თეატრის ყოველდღიურ ცხოვრებას სწორედ...

დაწვრილებითDetails

რა ეღირება დოლარი და ევრო – ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6660 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6660 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6673 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა უქმდება

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მთავრობის საპარლამენტო მდივანს მოადგილე აღარ ეყოლება. პარლამენტს განსახილველად “საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომლის მიხედვით, საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა უქმდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, საპარლამენტო მდივნის მოადგილის პოზიციის არსებობა სათანადოდ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში გრამის ფასი შემცირდა – რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასები ნელ-ნელა, მაგრამ ზრდას განაგრძობს. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 531 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.23%-იან მატებას...

დაწვრილებითDetails

„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს
მთავარი

„აჭარის ტელევიზიიდან“ თანამშრომლები გაუშვეს. ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ, თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ ელექტრონული წერილები იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ, დღეს მიიღეს. ინფორმაციას მედიაჩეკერი ავრცელებს. „სულ რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

დედას, რომელმაც 7 წლის შვილი მოკლა, ბრალდება წარედგინა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს. როგორლც საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მამაკაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ქუთაისში მამაკაცი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან გადავარდა და გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან შუახნის მამაკაცი გვირაბში ჩავარდა და  გარდაიცვალა... იქ დასაქმებულთა განცხადებით, მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა. მათი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი მოაჯირების მოწყობას დიდი ხანია ითხოვენ,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია, დიდგორის მე-3 შეს #9) და ფ/პ ა. ღ (სამტრედია, დიდგორის ქ.140) საქმიანობდნენ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და...

დაწვრილებითDetails

კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა

by მეგა TV
ივნისი 2, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

დააკავეს პირი, რომელმაც ქალს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებადაა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"