პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერს თაკო ჩარკვიანს სჯერა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში მშვიდობიანად დაბრუნდა.
მიხეილ სააკაშვილის მშვიდობიანად ჩამოსვლის მიზნით შექმილი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სახელმწიფო და საზღვრები აღარ გაგვაჩნია და აღნიშნავს, რომ ასე იცის ოლიგარქიულმა მმართველობამ.
“107 ათასი დარეგისტრირებული ადამიანით ველოდით მის ჩამოსვლას. თქვა და ჩამოვიდა. მშვიდობიანად დაბრუნდა. ის, რომ სისხლისღვრა არ უნდა, ზუსტად იმიტომ მოიქცა ასე. სახელმწიფო აღარ გვაქვს, საზღვარი არ არსებობს, არაფერი არ არის, მიტაცებულია. ასე იცის ოლიგარქიულმა მმართველობამ,” – ამბობს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთ “ფეისბუკ” გვერდზე დაწერა და ასევე ვიდეოც გაავრცელა, რომ უკვე საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში იმყოფება. ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ნაწილი ადასტურებს.










