LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სახალხო დამცველმა  წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა

დაპოსტა 2024/06/19-ში
A A
17
ნახვა
გაზიარება

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

სახალხო დამცველმა მოკლედ წარმოადგინა ანგარიშის ძირითადი მიგნებები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ტენდენციებზე, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს.

ანგარიშის თემატური მიმოხილვისას სახალხო დამცველმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაუსჯელობის გამოძახილი უწოდა, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. აქვე აღნიშნა საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტი.

სიცოცხლის ხელყოფასთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა; ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა; ხოლო, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, საკუთრებისა და სხვა სახის უფლების დარღვევა, ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის.

გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია 14 წლის აითაჯ შახმიროვას შემზარავი განზრახ მკვლელობის ფაქტი. მთლიანობაში 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.

2024 წლის მარტის თვეში შსს-მ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის აპარატის თხოვნა შოვის ტრაგედიის შესახებ მიმდინარე გამოძიების მასალების საგამონაკლისო წესით გაცნობის თაობაზე, თუმცა საქმის მასალებზე ფაქტობრივად დაშვებას ჯერ კიდევ ველოდებით.

ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა – ბავშვთა სიღარიბეა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა. მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ასევე, ხანდაზმულები.

სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა უსახლკარო პირთა პრობლემებზე, საკანონმდებლო ხარვეზებზე, ერთიანი პოლიტიკის არარსებობაზე, სოციალური საცხოვრისებში არსებულ არასათანადო გარემოზე.

დღემდე არ დამტკიცებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის სტანდარტები. პრობლემურია ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა, ასევე, სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. გამოწვევებს შორის რჩება ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მათზე ეფექტიანი რეაგირება.

2023 წელს აქტუალური იყო მშვიდობიანი შეკრების სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, შეკრების ფორმისა და შინაარსის შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები.

2024 წელს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს, რომ წელს სამართალდამცავები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა.

ქვეყანაში გამოწვევას წარმოადგენს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არარსებობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა.

შემაშფოთებელი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს. სამწუხაროდ, 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახავი შეიძლება გახდეს.

წლებია გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მმართველობის ცალკეული შემთხვევები; დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება; არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო.

აუცილებელია დაიხვეწოს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა; ასევე სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები. სამართლებრივი ჩარჩო და არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს პაციენტების მკურნალობას ღირსეულ და იძულებისაგან თავისუფალ გარემოში. არ განახლებულა პაციენტების შეზღუდვის მეთოდების გამოყენების ინსტრუქცია და წესები.

თანასწორობის პოლიტიკის და დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, არ გაუმჯობესებულა არც პოლიტიკის დოკუმენტები, არც საკანონმდებლო რეგულირება.

პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა და გოგოების სათანადოდ დაცვა. გამოწვევაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლების ეფექტიანი განხორციელება და სერვისებზე წვდომა.

არ დაძრულა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების, ასევე, მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული ქონების ოდენობის აღწერისა და შეფასების საკითხი.

საქართველოს სასამართლო სისტემა კვლავ საჭიროებს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ხარვეზების გამოსწორებას, რაც ევროპის კავშირში ინტეგრაციის წინაპირობას წარმოადგენს.

მისასალმებელია სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების საათობრივი ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დაწესება. თუმცა, კვლავ ღიაა ციფრულ პლატფორმაზე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებებით სარგებლობის საკითხი და კერძო დამსაქმებლების მხრიდან ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლისთვის შვებულების ანაზღაურების ვალდებულება.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის მიმოხილვისას უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ შემოვიდა 4849 განცხადება, რომლებზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 17567 ზარი. გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა 79 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა სახელმწიფო უწყებებს. საერთაშორისო ორგანოებს წარედგინათ 10 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში. მომზადდა 3 კონსტიტუციური სარჩელი, 23 სასამართლო მეგობრის მოსაზრება და გაიგზავნა 3 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში. უფლებადარღვევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის მიზნით ათეულობით ვიზიტი განხორციელდა სხვადასხვა დაწესებულებებში.

თეგები: ლევან იოსელიანისახალხო დამცველისახალხო დამცველის წლიური ანგარიში
გაზიარება7

დაკავშირებული -პოსტები

ავარიის შედეგად 2 მოზარდი დაშავდა – ერთის მდგომარეობა მძიმეა

by მეგა TV
ივნისი 5, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ახმეტის მუნიციპალიტეტში კვადროციკლით მოძრავი ორი მოზარდი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა   შემთხვევა საღამოს, სოფელ ახშანში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი და მისივე თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

“ბავშვებმა გაიმარჯვეს… ჩვენი აქციებიც დღეს დასრულდება” -დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
“ბავშვებმა გაიმარჯვეს… ჩვენი აქციებიც დღეს დასრულდება” -დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი
მთავარი

ეს არის გამარჯვება, ბავშვებმა გაიმარჯვეს - ჩვენი აქციებიც დღეს დასრულდება. აქცია აღარ იქნება კანცელარიასთან და გადავდივართ უკვე სამუშაო პროცესში -ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის დედამ, თაკო გოგალაძემ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6647 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6647 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6653 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე - შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით, მუშაობა დაიწყება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების...

დაწვრილებითDetails

შენ ხომ ეხლა იწყებდი ცხოვრებას – ქუთაისში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ქუთაისში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ. "მეგა ტვ"-ს ინფორმაციით გარდაცვლილია დიმა ძოძუაშვილი. ბიჭმა სკოლა გასულ წელს დაასრულა. ახალაგაზრდას მეგობრები და ახლობელბი სოციალურ ქსელში ემშვიდლობებიან. "ნეტა არ გამეგო შვილო ეს ამბავი. შენ ლამაზ...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის მონათლავს შიო მე-3 საყოველთაო ნათლობის ფარგლებში ბავშვებს

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვისა. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „20:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია – მედია

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოს არჩევნებში რუსეთის ჩარევას გმობს
მთავარი

საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგულ გამოცემა Intelligence Online-ზე დაყრდნობით, „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. მათივე ცნობით, აგენტები მაისის თვეში გაიწვიეს და მათი გაწვევის...

დაწვრილებითDetails

14 წლის გოგო მამას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს – მედია

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

კახეთში, ოჯახური ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ 35 წლის კაცს, არასრულწლოვანი შვილი შესაძლო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - ინგორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ავცელებს. mak.ge-ს ცნობით, დანაშაულის კვალიფიკაციისა და ბრალის ზუსტი...

დაწვრილებითDetails

სიახლეებია მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაჯავშნის თარიღები იცვლება და ადგილები ემატება. ამის შესახებ ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს. უფრო კონკრეტულად კი, სააგენტოს ინფორმაციით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის...

დაწვრილებითDetails

“არ ვა­პი­რებ­დი ამ ფო­ტო­ე­ბის და­დე­ბას, მაგ­რამ სხვა გზა არ მაქვს” – მო­ქა­ლა­ქე ბაღს მისი შვი­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს

by მეგა TV
ივნისი 4, 2026
0
“არ ვა­პი­რებ­დი ამ ფო­ტო­ე­ბის და­დე­ბას, მაგ­რამ სხვა გზა არ მაქვს” – მო­ქა­ლა­ქე ბაღს მისი შვი­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს
მთავარი

მო­ქა­ლა­ქე ედი­ტა და­ნე­ლი­ა­ნი თბი­ლი­სის ერთ-ერთ კერ­ძო ბაღს მისი შვი­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ის ამ­ბობს, რომ აქვს და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც ჩანს, რო­გორ "არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ექ­ცე­ოდ­ნენ ბავ­შვს". ედი­ტა და­ნე­ლი­ა­ნი ვი­დე­ო­ე­ბი­დან ამო­ღე­ბულ კად­რებს აქ­ვეყ­ნებს. "არ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"