მოვაჭრეთა ასეთი უკმაყოფილება ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე აგრარული ბაზრის დახურვას მოhყვა. ისინი ქუჩაში ახლად შეძენილი პროდუქტით, უფულოდ დარჩნენ. ბაზრის ადმინისტრაციამ მათ უბრალოდ კარები მოუხურა. მთავრი დარღვევა, რის გამოც ბაზრობამ ფუნქციონირების განახლება ვერ შეძლო მოწესრიგებული საპირფარეშოს არ არსებობაა, განმარტავენ ადგილზე.
ამ ხარვეზის გამოსწორებას, როგორც ჩანს ადმინისტრაციამ უბრალოდ ტერიტორიის დახურვა და სხვა მიზნისათვის გამოყენება ამჯობინა. შედეგად კი აქ დასაქმებული 15-მდე ადამიანი და მათ უკან მდგარი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.