ახალი ოფისი ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებით არის აღჭურვილი. შენობაში განთავსებულია სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაც, სადაც შესაბამისი კვლევები ჩატარდება.
“თანამედროვე ოფისების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ის გამოწვევები დავძლიოთ, რომელიც მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების ასევე, უვნებელი სურსათის კუთხით გვაქვს. გარდა ამისა, მნიშვენლოვანია მოსახლეობამდე ახალი რეგულაციების შესახებაც მივიტანოთ ინფორმაცია. ჩვენ გვექნება რეგულარული კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ფერმერებთან, რათა რეგულაციების დანერგვა მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს და სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიოანობა გაიზარდოს”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.