თბილისში წუხელ ღამით ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ალეკო გვეტაძე ავრცელებს. როგორც ის აღნიშნავს ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.
“S.O.S როდესაც სახლში მშვიდად ყოფნა გინდა ადამიანს და ირგვლივ ულმობელი სიგიჟე სუფევს. ჩემს კორპუსთან ბიჭი შელაპარაკებისას დანით გამეტებით დაჭრეს. გადარჩება.
უბრალოდ საშიშია უკვე ცხოვრება.
ადგილი – დიდი დიღომი, მესამე მიკრო, მირიან მეფის ქუჩა. მეტი არაფერი ვიცი. სასწრაფო, პოლიცია ადგილზეა…” – წერს ჟურნალისტი.
შსს-ს ცნობით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობ.