სენაკში, რამდენიმე წუთის წინ, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა ოთხი პირი და ისინი ამ წუთებში, კლინიკა “არქიმედეში” გადაჰყავთ.
„საშინელი ავარიაა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეასკდა. ადგილზე სამი სასწრაფოს ბრიგადა იმყოფება”,-ამბობს თვითმხილველი შემთხვევის ადგილიდან.










