პურ-პროდუქტები 33%, რძე, ყველი და კვერცხი – 23% , ზეთი – 21% – ქვეყანაში ყველაფერი ისევ გაძვირდა. ცოტა ხნის წინ საქსტატმა ფასების ახალი ინდექსი გამოაქვეყნა. ფასების ახალი ინდექსი საქსტატმა გამოქვეყნა. მონაცემების თანახმად, წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 11.5% შეადგინა.
შარშანდელთან შედარებით ფასები ყველა პროდუქტზეა გაზრდილი. გაძვირდა არა მხოლოდ საკვები პროდუქტები, არამედ ბინის ღირებულება, მანქანის შენახვა და ტრანსპორტი.
საქსტატის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
პური და პურპროდუქტები + 32.8%
რძე, ყველი და კვერცხი + 23.3%
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები + 22.5%
ზეთი და ცხიმი + 21.2%
ყავა, ჩაი და კაკაო + 18.9%
თევზეული + 16.5%
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული + 15.8%
ხორცი და ხორცის პროდუქტები + 9.8%
ხილი და ყურძენი + 9.6%;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.14%-ით აისახა.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1%-ით, რაც 1.69%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16.8%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7%).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2%-იანი მატება, რაც 1.18%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე – 24.3%, საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.5%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.8%).
ეკონომისტები დადებით პროგნოზს ვერ აკეთებენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ისედაც დაბაშემოსავლიან მოსახლეობას გაზრდილი ფასები კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება.










